გრიგოლ აბაშიძის ქუჩა
გრიგოლ აბაშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი). ანტონ ფურცელაძის ქუჩიდან ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სამების ქუჩა, რადგან ამ ქუჩაზეა წმინდა სამების ეკლესია (1863). 1923 წელს დაერქვა განათლების ქუჩა. 1983 წელს — ეროსი მანჯგალაძის, 2001 წლიდან გრიგოლ აბაშიძის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. აქვს I შესახვევი, I ჩიხი.
გრიგოლ აბაშიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | სამების ქუჩა, განათლების ქუჩა, ეროსი მანჯგალაძის |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 11, ISBN 978-99928-20-35-3.