ანტონ ფურცელაძის ქუჩა

ანტონ ფურცელაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); რუსთაველის გამზირიდან ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 30–იან წლებში. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ბარონის ქუჩა. სახელწოდება უკავშირდება კავკასიის მთავარმმართველის გრიგოლ როზენის ტიტულს. 1922 წელს ანტონ ფურცელაძის სახელი დაერქვა. ქუჩაზე გამოდის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ადმინისტრაციული კორპუსი. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

ანტონ ფურცელაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი გარეთუბანი
წინა სახელები ბარონის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება