გრიგოლი (ოშკის მშენებელი)

ტერმინს „გრიგოლ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრიგოლ.

გრიგოლიოშკის ტაძრის მშენებელი, მოღვაწეობდა X საუკუნეში.

გრიგოლი, ოშკის ტაძრის მშენებელი. გამოსახულება რელიეფებიან ბოძზე.

მოხსენიებულია ოშკის ტაძრის ასომთავრულით შესრულებულ დიდ სამშენებლო წარწერაში: „მე გრიგოლ ღირსმყო ღმერთმან მსახურებისა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი“. ამავე წარწერაში მოხსენიებულ ისტორიულ პირთა მიხედვით (ადარნასე III-ის ძენი — ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით III კურაპალატი) წარწერა X საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება. მუხლმოდრეკილი, ხელებაპყრობილი გრიგოლი გამოსახულია ტაძრის სამხრეთ გალერეაში რელიეფებიან ბოძზე, ვედრების კომპოზიციის ქვეშ. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ოშკის მშენებელი გრიგოლი შესაძლოა X საუკუნის საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი გრიგოლ ოშკელი იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007;