გრეტა ტუნბერგი
გრეტა ტუნბერგი (დ. 3 იანვარი, 2003) — შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომლის მიერ წამოწყებულმა „სასკოლო გაფიცვებმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გრეტა ცნობილია მისი პირდაპირი, ხისტი საუბრით.
გრეტა ტუნბერგი | |
---|---|
გრეტა ტუნბერგი 2023 წელს | |
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 2003 |
მოქალაქეობა | შვედეთი |
პროფესია | მოსწავლე, გარემოსდაცვითი აქტივსტი |
გრეტა 15 წლის იყო, როდესაც 2018 წელს დაიწყო პარასკევის გატარება შვედეთის პარლამენტის წინ და მოითხოვდა შვედეთის მთავრობის აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. გრეტას მალევე სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
2019 წელს, ჟურნალმა „Time“ გრეტა დაასახელა წლის ადამიანად. გრეტა ასევე 2019 და 2020 წელს იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.
ცხოვრების ადრეული წლები
რედაქტირებაგრეტა ტუნბერგი დაიბადა 2003 წლის 3 იანვარს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში,[1][2] საოპერო მომღერლის მალენა ერნმანისა და მსახიობის სვანტე ტუნბერგის ოჯახში.[3] მისი პაპა არის მსახიობი და რეჟისორი ოლოფ ტუნბერგი.[4][5]
ტუნბერგმა პირველად კლიმატის ცვლილების შესახებ 2011 წელს შეიტყო, როდესაც ის რვა წლის იყო, და დაინტერესდა თუ რატომ კეთდებოდა მცირე რამ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ.[6] ამის გაგების შემდეგ გრეტა დეპრესიაში ჩავარდა, შეწყვიტა ლაპარაკი და ჭამა, ორ თვეში დაკარგა ათი კილოგრამი.[7] საბოლოოდ, მას დაუდგინეს ასპერგერის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და შერჩევითი მუმიზმი.[6] ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში ტუნბერგმა ისაუბრა თავის დაავადებაზე და თქვა, რომ იგი „მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში საუბრობს“.[6]
გრეტა სამი-ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, სანამ სკოლაში გაფიცვას დაიწყებდა.[8] როდესაც გრეტამ პირველად დაიწყო პროტესტი, მისმა მშობლებმა არ დაუჭირეს მხარი მის აქტივიზმს. გრეტას მამამ თქვა, რომ მას არ მოსწონდა ის, რომ გრეტა სკოლას აცდენდა, მაგრამ განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ მას, რომ მას სურს პროტესტი. მას შეუძლია სახლში იჯდეს და იყოს ნამდვილად უბედური, ან გააპროტესტებს და ბედნიერი იქნება“.[9]
ტუნბერგს მიაჩნია, რომ გლობალური დათბობის გამო კაცობრიობა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის და პასუხისმგებლობის გრძნობას უზრდის მოზრდილთა დღევანდელ თაობას. თავისი გლობალური დათბობის პრობლემების გასამახვილებლად და ხშირად ბიზნესმენბზე და პოლიტიკურ ლიდერებზე უხეშად საუბრობს.
ტუნბერგი აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებას არაპროპორციული გავლენა ექნება ახალგაზრდებზე, იგი ამტკიცებს, რომ მის თაობას შესაძლოა მომავალი აღარ ჰქონდეს.[10]
2019 წლის გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე,გრეტამ შემდეგი სიტყვა წარმოთქვა:
„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ,“ - მიმართა აუდიტორიას გრეტამ.მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერების დაშვებით ნადგურდება ეკოსისტემები, პოლიტიკოსებს კი მხოლოდ „ფული ადარდებთ“ და ჰყვებიან „ზღაპრებს დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე[11].“
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გრეტა ტუნბერგი
- მაკვანის პრიზი დაარქივებული 2019-08-31 საიტზე Wayback Machine.
- გრეტა დიდ ბრიტანეთზე
- მოსწავლეების მასობრივი გამოსვლა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Greta Thunberg's climate campaign“. Arctic Portal. 21 February 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 September 2019. ციტირების თარიღი: 20 September 2019.
- ↑ Lobbe, Anne-Marie (13 December 2018). „À 15 ans, elle remet les dirigeants mondiaux à leur place!“ [At 15, she's putting world leaders in their place!] (ფრანგული). Sympatico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2019. ციტირების თარიღი: 20 September 2019.
- ↑ Thunberg, Greta (11 December 2018). School Strike for Climate: Meet 15-Year-Old Activist Greta Thunberg, Who Inspired a Global Movement. Interview with Amy Goodman. https://www.democracynow.org/2018/12/11/meet_the_15_year_old_swedish. წაკითხვის თარიღი: 22 July 2019.
- ↑ Santiago, Ellyn. (14 December 2018) Greta Thunberg: 5 Fast Facts You Need to Know. ციტირების თარიღი: 5 February 2019
- ↑ School Strike for Climate: Meet 15-Year-Old Activist Greta Thunberg, Who Inspired a Global Movement (relevant info at 34:45) en. ციტირების თარიღი: 2020-02-03
- ↑ 6.0 6.1 6.2 School strike for climate – save the world by changing the rules. TEDxStockholm. 24 November 2018. Event occurs at 1:46. https://www.youtube.com/watch?v=EAmmUIEsN9A&t=1m46s. "I was diagnosed with Asperger's syndrome, OCD, and selective mutism. That basically means I only speak when I think it's necessary. Now is one of those moments… I think that in many ways, we autistic are the normal ones, and the rest of the people are pretty strange, especially when it comes to the sustainability crisis, where everyone keeps saying that climate change is an existential threat and the most important issue of all and yet they just carry on like before."
- ↑ Queally, Jon. (19 December 2018) Depressed and Then Diagnosed With Autism, Greta Thunberg Explains Why Hope Cannot Save Planet But Bold Climate Action Still Can. Common Dreams. ციტირების თარიღი: 3 January 2020.
- ↑ Greta Thunberg's father: 'She is happy, but I worry' (30 December 2019).
- ↑ Crouch, David (1 September 2018). „The Swedish 15-year-old who's cutting class to fight the climate crisis“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2019. ციტირების თარიღი: 12 May 2019.
- ↑ https://www.theguardian.com/environment/2019/apr/23/greta-thunberg-full-speech-to-mps-you-did-not-act-in-time
- ↑ https://www.ambebi.ge/article/237831-iqo-tu-ara-qalbi-16-clis-gretas-gamosvla-gaeroshi-autisturi-spektris-adamianebs-ar-sheuzliat-emociebis-damalva/