ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრეტა სკაკი (იტ. Greta Scacchi, დ. 18 თებერვალი, 1960, მილანი, იტალია) — იტალიურ- ინგლისური წარმოშობის ბრიტანელი მსახიობი.[1]

გრეტა სკაკი

გრეტა სკაკი - 2008 წელი
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1960 (61 წლის)
მილანი, იტალია
მოქალაქეობა

დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი

ავსტრალიის დროშა ავსტრალია
პროფესია მსახიობი
აქტიური 1981 -დან
ჯილდოები ემის ჯილდო ქალის მეორეხარისხოვანი როლისათვის მინი-სერიალში, ან ფილმში

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრეტა სკაკის დედა ინგლისელი მოცეკვავეა, მამა იტალიელი მხატვარი. მომავალი მსახიობი  გაიზარდა ორენოვან გარემოში. ექვსი წლის ასაკში იგი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც გოგონა თხუთმეტი წლის იყო.  დედა მეორედ დაქორწინდა. ოჯახი მილანიდან საცხოვრებლად გადავიდა დასავლეთ ავსტრალიაში, პერთში, სადაც მისი მამინაცვალი  დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი იყო. გრეტა მუშაობდა იტალიური ენის  თარჯიმანად.[2]

 
გრეტა სკაკი კანის კინოფესტივალზე

ბავშვობაში გრეტა სწავლობდა ბალეტსა და საშემსრულებლო ხელოვნებას, 18 წლის ასაკში დაბრუნდა ლონდონში და 1978 წელს დაიწყო სწავლა ბრისტოლის ცნობილ თეატრალურ სასწავლებელში «Bristol Old Vic». სწავლის დასრულების შემდეგ, ასრულებდა პატარა როლებს სხვადასხვა თეატრებში. მონაწილეობდა სარეკლამო რგოლებში. [3][4]

გრეტა სკაკის კინო-დებიუტი შედგა 1982 წელს, რეჟისორ დომინიკ გრაფის  ფილმში "მეორე ადამიანი". სკაკი გამოხატული პერფექციონისტია და გერმანულიც კი შეისწავლა როლისათვის. იმავე წელს, პირველი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მტვერი და სიცხე“, სადაც ასევე  მონაწილეობდა ჯული კრისტი. 1985 წელს გრეტას წარმატება ელოდა ავსტრალიურ რომანტიკულ კომედიაში The Coca-Cola Kid, სადაც პარტნიორობას უწევდა ერიკ რობერტსს.[5]

1990 წელს გრეტა გადავიდა ლოს-ანჯელესში ჰოლივუდში წარმატების მიღწევის  მიზნით. მან პირველი როლი ჰოლივუდში მიიღო ალან ჯ. პაკულას ფილმში "უდანაშაულობის პრეზუმფცია". ამას მოჰყვა როლები ვოლფგანგ პეტერსენის  ჰოლივუდურ ფილმში "Smash", რობერტ ოლტმენის ფილმში "The Gambler" და ფილიპ რუსელოს ფილმში "გველის კოცნა".

1995 წელს  Discovery არხზე ახმოვანებდა  პოპულარულ სამეცნიერო სატელევიზიო სერიალს „მეოცე საუკუნის დაკარგული ცხოველები“ .

გრე­ტა სკა­კი ავ­სტრა­ლი­ის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტის და ემის პრე­მი­ე­ბის მფლო­ბე­ლია. 1996 წელს კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის წევ­რიც იყო. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის კი­ნოს­თან ერ­თად, პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლურ სცე­ნა­ზე. შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­თან ერ­თად, ის გა­რე­მოს დაც­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა.[6][7][8]

2013 წლის ოქტომბერში მას მიენიჭა Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana ( იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენი) ხელოვნების სფეროში გაწეული ღვაწლისათვის.[9]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ფილმის The Coca-Cola Kid გადასაღებ მოედანზე სკაკიმ გაიცნო ჯგუფ"Split Enz" სოლისტი ტიმ ფინი, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა 1983-1989 წლებში. 1991 –1993 წლებში სკაკი დაქორწინებული იყო მსახიობ და პროდიუსერ ვინსენტ დ’ონოფრიოზე, წყვილს ჰყავს ქალიშვილი ლეილა. მათ ერთად ითამაშეს შეყვარებულები  ფილმში "მარილი ჩვენს კანზე".[10][10]

გრეტა ასევე ჰყავს ვაჟი, მატეო, მისი ბიძაშვილის, პროდიუსერ, კარლო მანტეგაზასგან.[11]

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. "Greta Scacchi profile". The Guardian. London. Retrieved 4 May 2010.
  2. Law, Cally; Scacchi, Greta (17 August 2008). "Slight mischief". The Sunday Times. p. 2.
  3. Cornwell, Jane (22 June 2014). "Greta Scacchi: acting royalty". The Sydney Morning Herald. Retrieved 15 January 2016.
  4. "Greta Scacchi". Christian Aid. 16 April 2014. Retrieved 22 June 2014.
  5. "Greta Scacchi". Christian Aid. 16 April 2014. Retrieved 22 June 2014.
  6. "In Conversation… with Greta Scacchi".[მკვდარი ბმული] University of Western Australia. 9 November 2014.
  7. Sydney Morning Herald 18 December 2011
  8. Macdonald, Marianne (28 September 2008). "Greta Scacchi: glad to be back"[მკვდარი ბმული]. The Daily Telegraph. Retrieved 3 October 2018.
  9. MYmovies.it. "Cinema: conferito a Greta Scacchi Ordine a Merito".
  10. 10.0 10.1 Cornwell, Jane (22 June 2014). "Greta Scacchi: acting royalty". The Sydney Morning Herald. Retrieved 3 October 2018. ...flak she got for her perfectly legal marriage to Carlo Mantegazza, her first cousin and the father of her son Matteo
  11. Angella Johnson, 'Scorchy' Scacchi: Why I had a child with my cousin. // DailyMail. — 12:52 GMT, 10 July 2011
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრეტა_სკაკი“-დან