გრენადილი
გრენადილი — პასიფლორას ზოგი ტროპიკული სახეობის ნაყოფი. მოწითალო, ნარინჯისფერი ან მომწვანო კენკრაა; გემოთი ხურტკმელს და ბროწეულს წააგავს. იჭმება რძესა და შაქარში გაქნილი. იხმარება საკონდიტრო წარმოებაში. ერთ-ერთი სახეობა (Passiflora quadrangularis) კულტივირებულია საქართველოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 262.