გრემის დროებითი სადგომი

გრემის დროებითი სადგომიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის ჩრდილო-დასავლეთით, მშრალი ხევის მარცხენა მხარეს, გრემისა და ლაფანყურის დამაკავშირებალ გზასთან.

გაითხარა 1965 წელს კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი რაზმის მიერ (ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი). დათარიღებულია ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრით. გათხრებმა გამოავლინა სამეურნეო ორმო რომელშიც მოპოვებულია ანგობის სქელი ფენით დაფარული, წითლად გამომწვარი სხვადასხვა ჭურჭლის ნამტვრევები. ჭურჭლებზე შემორჩენილია ნაპრალები, მოყავისფრო თხელი აპკის კვალი. ორმოდან 7 მ-ის დაშორებით გამომწვარი თიხის ზოლია (სიგრძე 3 მეტრი). აქ აღმოჩენილია ბათქაშის ნატეხები და ასევე დამწვარი თიხის ჭურჭელისა და ძელის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება