გრეგორი დევიდ რობერტსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრეგორი დევიდ რობერტსი (ინგლ. Gregory David Roberts, ნამდვილი სახელი გრეგორი ჯონ პიტერ სმითი ინგლ. Gregory John Peter Smith; დ. 21 ივნისი, 1952) — ავსტრალიელი მწერალი. ცნობილია რომანით „შანტარამი“ (2003).

გრეგორი დევიდ რობერტსი
ინგლ. Gregory David Roberts
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1952(1952-06-21) (72 წლის) ან ივნისი, 1952[1] (72 წლის)
დაბადების ადგილი მელბურნი[2]
საქმიანობა მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  ავსტრალია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1952 წელს დაიბადა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში. სტუდენტობის პერიოდში ის მემარცხენე და ანარქისტულ დაჯგუფებებთან იყო დაკავშირებული

ცოლთან დაშორების და შვილზე მეურვეობის დაკარგვის შემდეგ იგი ჰეროინზე დამოკიდებული გახდა და ნარკოტიკის მოსაპოვებლად მძარცველობას მიჰყო ხელი. იგი ცნობილი იყო, როგორც „ჯენტლმენი ბანდიტი“, რადგან შეიარაღებულ ძარცვაზე ჟილეტსა და კოსტიუმში გამოწყობილი მიდიოდა, მსხვერპლს თავაზიანად ესაუბრებოდა და ფულის მიღების შემდეგ მადლობას უხდიდა.

1980 წელს რობერტსი დააპატიმრეს, თუმცა იმავე წელს ის ციხიდან გაიქცა[3][4] და ინდოეთში გაფრინდა, სადაც 10 წელი ცხოვრობდა, ამ დროის მანძილზე კი სამშობლოში ძებნილად ითვლებოდა. ინდოეთში რობერტსმა გახსნა საავადმყოფო, გახდა ადგილობრივი მაფიის წევრი, იბრძოლა ავღანეთში, მონაწილეობა მიიღო ბოლივუდის ფილმებში და მოხვდა მუმბაის ციხეში. ციხის დატოვების შემდეგ იგი ევროპაში გადავიდა.

1990 წელს რობერტსი ფრანკფურტში დააპატიმრეს და ავსტრალიაში დააბრუნეს, სადაც ექვსი წელი ციხეში გაატარა. ამ პერიოდში იგი ციხიდან გაიქცა, თუმცა თავადვე დაბრუნდა და გადაწყვიტა სასჯელი ბოლომდე მოეხადა, რათა ოჯახთან დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდა. სწორედ მაშინ დაიწყო მან პირველ წიგნზე „შანტარამზე“ მუშაობა, რომლის ხელნაწერიც ციხის მცველებმა ორჯერ გაუნადგურეს.[5]

სასჯელის მოხდის შემდეგ რობერტსმა საბოლოოდ დაასრულა „შანტარამი“ და 2003 წელს გამოაქვეყნა. მისი მომდევრო რომანი, რომელიც, პირველის მსგავსად, ავტორის ცხოვრებაზეა დაფუძნებული, „მთის ჩრდილი“, 2015 წელს გამოქვეყნდა.[6]

რობერტსი ცხოვრობდა მელბურნში, გერმანიასა და საფრანგეთში, საბოლოოდ კი მუმბაიში დაბრუნდა, სადაც ქალაქის ღარიბი მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველსაყოფად საქველმოქმედო ორგანიზაციები დააარსა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Shantaram (2003)
  • The Mountain Shadow (2015)
  • The Spiritual Path (2022)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Companies House — 1988.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #136151736 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Murdoch, Lindsey (1980). Pentridge convicts jump free, The Age
  4. Conroy, Paul (1989). Five New Names Are Posted On State's 10 Most Wanted List, The Age.
  5. Husain, Mishal. (5 January 2004) Greg Roberts' amazing story. BBC News Online. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2010
  6. "The Mountain Shadow" - Long-awaited sequel to Shantaram coming in October. Little Brown. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2022-02-03.