გრდემლი (კრებული)
„გრდემლი“ — ქართული ლიტერატურული კრებული. გამოიცა თბილისში სამ წიგნად. I-II წიგნი გამოვიდა 1912 წელს, III — 1916 წელს. „გრდემლში“ დაბეჭდილია ა. აბაშელის, შიო არაგვისპირელის, ვასილ ბარნოვის, ი. გედევანიშვილის, ს. გორგაძის, იოსებ გრიშაშვილის, პაოლო იაშვილის, ია კარგარეთელის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, კ. მაყაშვილის, ა. პაპავას, თედო რაზიკაშვილის, ვ. რუხაძის, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, ლ. ქიაჩელის, ა. შანშიაშვილის, ა. ჭუმბაის და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 259.