გრანდ-ტერი
გრანდ-ტერი (ფრანგ. Grande Terre) — კუნძული ინდოეთის ოკეანის სამხრეთით. ეს კუნძული საფრანგეთის ტერიტორიაა, რომელიც შედის კერგელენის არქიპელაგში. აქ მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს კუნძულზე იმყოფება 50-110 ადამიანი (70 ზამთარში, 110 ზაფხულში), რომლებიც ძირითადად კვლევით საქმიანობას ეწევიან.[1]
მშობ. სახელი: Grande Terre | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 49°18′00″ ს. გ. 69°08′00″ ა. გ. / 49.30000° ს. გ. 69.13333° ა. გ. |
ფართობი | 6675 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1850 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
კუნძული გრანდ-ტერი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილია.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული გრანდ-ტერის სიგრძეა დაახლოებით 150 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ხოლო სიგანეში 120 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. მისი ფართობი შეადგენს 6675 კმ²-ს, რის გამოც იგი საფრანგეთის სიდიდით მესამე კუნძულია გრანდ-ტერის (ახალი კალედონია) და კორსიკის შემდეგ. ამას გარდა ის წარმოადგენს კერგელენის არქიპელაგის საერთო ფართობის 90 %-ს.
მწვერვალები
რედაქტირებარელიეფი ძირითადად წარმოდგება მთებისგან, რომლებიც ერთმანეთისაგან ხეობებით იყოფა. კუნძულზე ბევრია ისეთი მთა, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან აღემატება 1000 მეტრს:
- როსის დიდი მთა, ყველაზე მაღალი 1850 მეტრი;
- როსის პატარა მთა 1721 მეტრი;
- ანრის მთა 1262 მეტრი;
- ორკუთხიანი მთა 1202 მეტრი;
- სენ-ალუარნის პიკი 1189 მეტრი;
- რაიმონდის მთა 1166 მეტრი;
- გინემერის პიკი 1088 მეტრი;
- რიშარის მთა 1081 მეტრი;
- მამა გასპარის გუმბათი 1063 მეტრი;
- კუკის მყინვარი 1049 მეტრი;
- ლანის მთა 1022 მეტრი;
- ჟოლუა-კიურის პიკი 1005 მეტრი.
დასავლეთის მხარე დაფარულია კუკის მყინვარით, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1049 მეტრს.
ნახევარკუნძულები
რედაქტირებაკუნძულ გრანდ-ტერის სანაპირო საკმაოდ დაკლაკნილია და წარმოქმნის ბევრ ნახევარკუნძულს და ყელს. მათგან ყველაზე ძირითადებია:
- კურბეს ნახევარკუნძული სადაც მდებარეობს მთავარი პორტი და ადმინისტრაციული ცენტრი პორტ-ო-ფრანსე;
- რალიე დუ ბატის ნახევარკუნძული სამხრეთ-დასავლეთში;
- გალიენის ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც იმყოფება როსის მთები;
- ლორანშეს ნახევარკუნძული ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც ჩრდილოეთამდე — d'Estaing-ის კონცხამდეა გადაჭიმული;
- ჟანა დ'არკის ნახევარკუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთში;
- რონარშის ნახევარკუნძული ჩრდილოეთით;
- გეოგრაფიული საზოგადოების ნახევარკუნძული ჩრდილოეთით;
- ჟოფრეს ნახევარკუნძული ჩრდილო-აღმოსავლეთით;
- უელსის პრინცის ნახევარკუნძული;
- გაუსის ნახევარკუნძული;
- გრის ბუკეტის ნახევარკუნძული;
- ანტრკასტოს ნახევარკუნძული;
- ბუგენვილის ნახევარკუნძული.
მოსახლეობა
რედაქტირებაროგორც მთლიანი კერგელენის არქიპელაგი და საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია, კუნძულ გრანდ-ტერიზეც არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა. მეორე მხრივ, კურბეს ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე არსებობს დასახლებული პუნქტი პორტ-ო-ფრანსე, სადაც მუშაობს დაახლოებით 80 მეცნიერი ზამთარში და 120 ზაფხულში, ასევე ათობით ინჟინერი და ტექნიკოსი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sea Level Measurement and Analysis in the Western Indian Ocean[მკვდარი ბმული], UNSECO Intergovernmental Oceanographic Commission