კერგელენის არქიპელაგი (ფრანგ. Îles Kerguelen) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანის სამხრეთით. ეს კუნძულები საფრანგეთის ტერიტორიაა, რომელიც შედგება ერთი დიდი კუნძულისგან და დაახლოებით 300 მომცრო კუნძულისგან და კლდეებისგან. აქ მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს.

კერგელენი
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Kerguelen
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 49°15′00″ ს. გ. 69°35′00″ ა. გ. / 49.25000° ს. გ. 69.58333° ა. გ. / -49.25000; 69.58333
კუნძულთა რაოდენობა დაახლოებით 300
მთავარი კუნძული გრანდ-ტერი
ფართობი 7215 კმ²
უმაღლესი წერტილი 1850 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
კერგელენი — ინდოეთის ოკეანე
კერგელენი

კერგელენის არქიპელაგი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილია.

მანძილი არქიპელაგიდან ანტარქტიდის სანაპირომდე შეადგენს დაახლოებით 2000 კმ-ს, რეიუნიონამდე 3400 კმ-ს და ავსტრალიამდე დაახლოებით 4800 კმ-ს. კუნძულები კერგელენის პლატოს ვულკანების მწვერვალებია.

კუნძულებზე არ არსებობს აეროპორტი, რის გამოც კონტინენტებთან დაკავშირება მხოლოდ გემებით ხორციელდება.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კერგელენის არქიპელაგის რუკა

კერგელენის არქიპელაგის საერთო ფართობი შეადგენს 7215 კმ²-ს. იგი შედგება მთავარ კუნძულ გრანდ-ტერისაგან და მის გარშემო მყოფ დაახლოებით სამასი მცირე კუნძულისაგან.

მთავარი კუნძული

რედაქტირება

მთავარი კუნძულის — გრანდ-ტერის ფართობი შეადგენს 6675 კვადრატულ კილომეტრს. მისი სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე დაახლოებით 150 კმ-ია, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 120 კმ. ზღვის დონიდან კუნძულის და მთელი არქიპელაგის უმაღლესი წერტილია — როსის მთა, რომელიც დაფარულია კუკის მყინვარით და რომლის სიმაღლეც შეადგენს 1850 მეტრს.

კუნძულს აქვს ძლიერ დაკლაკნილი სანაპირო ხაზი და ბევრი ნახევარკუნძული.

დანარჩენი კუნძულები

რედაქტირება

არქიპელაგის ყველაზე უფრო დიდი კუნძულებია[1]:

ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ეს კუნძული საკმაოდ ჰგავს ალასკის სიახლოევეს არსებულ ალეუტის კუნძულებს.

არქიპელაგზე კლიმატი მკაცრია, წვიმიანი და ქარიანი. ქარი ხშირად აღწევს 150 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო ზოგჯერ 200 კმ/სთ-საც.

ყველაზე ცივი თვის ჰაერის ტემპერატურა (აგვისტო) − 1-0 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) +9 °C.

კერგელენის არქიპელაგი მონტანის შტატის ანტიპოდია. ასევე არქიპელაგის განედზე, ოღონდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს პოლტავა და ხაბაროვსკი. თუმცა კერგელენის საშუალო წლიური ტემპერატურა თითქმის შეესაბამება თავიანთ ანტიპოდებს, არქიპელაგზე არ არსებობს არც დიდი ყინვები და არც ძლიერი სიცხეები. არქიპელაგზე +15 °C-ზე უფრო მაღალი დღის ტემპერატურა იშვიათი მოვლენაა.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

კერგელენის არქიპელაგზე იმყოფება პინგვინების, სხვა ზღვის ფრინველების და ნამდვილი სელაპების — სამხრეთის ზღვის სპილოების (ლათ. Mirounga) მსხვილი კოლონია.

არქიპელაგი დაფარულია ბალახით, მთავარ კუნძულ გრანდ-ტერიზე ზოგან იზრდება ძლიერი ქარების გამო მიწაზე გაწოლილი ბუჩქნარი. ყველაზე უფრო გავრცელებული მცენარეა — კერგელენის კომბოსტო.

არქიპელაგზე ასევე ცხოვრობენ ბოცვრების საკმაოდ დიდი პოპულაცია და — შინაური კატების მცირე პოპულაცია. ეს ცხოველები აბორიგენები კი არ არიან, არამედ შემოყვანილია ადამიანების მიერ. მოგვიანებით ისინი გაველურდნენ და გავრცელდნენ მთელ არქიპელაგზე. აღმოჩენილია Camponotus werthi-ს სახეობის ჭიანჭველები.

არქიპელაგი პირველად აღმოჩენილი იქნა 1772 წლის 13 თებერვალს, ფრანგი მეზღვაურის ივ-ჟოზეფ დე კერგელენ დე ტრემარეკის (ფრანგ. Yves Joseph de Kerguelen de Trémarec) მიერ. 1776 წელს არქიპელაგს ესტუმრა ცნობილი ინგლისელი მეზღვაური ჯეიმზ კუკი. მოგვიანებით აქ მოეწყო: დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ის მრავალი ექსპედიცია.

არქიპელაგი XX საუკუნის დასაწყისამდე გამოიყენებოდა, როგორც სელაპებზე სანადირო ადგილი და ვეშაპების დამჭერი ბაზა, სანამ ცხოველები პრაქტიკულად მთლიანად არ გაქრნენ.

მეორე მსოფლიო ომის წლებში არქიპელაგს რამდენიმეჯერ სტუმრობდნენ გერმანული დამხმარე კრეისერები. 1940 წლის დეკემბერში ეს კუნძულები გერმანელებმა დაიკავეს. ომის დასრულების შემდეგ, კერგელენი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა.

1949 წლიდან არქიპელაგზე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, მეტეოროლოგიური დაკვირვებები და მეტეოროლოგიური რაკეტების (უპირატესად «Arcas», «Dragon» და «Eridan») გაშვება. 1970-იანი წლებიდან არქიპელაგზე მუშაობს თანამგზავრული კავშირის სადგური.

მოსახლეობა

რედაქტირება

არქიპელაგზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მაგრამ ზამთარში იქ ცხოვრობს და მუშაობს დაახლოებით 70 ადამიანი, ხოლო ზაფხულში — 110-ზე მეტი. პრაქტიკულად ყველა ადამიანი იმყოფება მთავარ კუნძულ გრანდ-ტერიზე.

არქიპელაგის «დედაქალაქია» — პორტ-ო-ფრანსე. ეს — არქიპელაგის მთავარი ბაზაა. მეორე ბაზა — ჟანა დ’არკის პორტი — ყოფილი ვეშაპების დამჭერი ბაზაა, რომელიც მოქმედებს 1908 წლიდან.

  • მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ფულადი ერთეული ევროა, კერგელენის არქიპელაგის მონეტების და ბანკნოტების სუვენირული გამოშვებები ხორციელდება ფრანკებში.
  • 2010 წელს გამოშვებული იყო პოლიმერული ბანკნოტი, 100 კერგელენის ფრანკის შემცველობით. ბანკნოტზე მითითებულია კურსი: 1 კერგელენის ფრანკი = 0,01 ევრო, ასევე ბანკნოტის ევროზე გადაცვლის ვალდებულება გადამცვლელ ბიუროში, რომელიც აშშ-ში იმყოფება. 2011 წელს განხორციელდა 100, 200, 500 კერგელენის ფრანკის ბანკნოტების ახალი გამოშვება.
  • 2011 წელს გამოშვებული იქნა 100 და 500 ფრანკის ნომინალის მონეტები, რომლებზეც გამოსახულია არქიპელაგის ცხოველთა სამყარო. მონეტის ავერსზე გამოსახულია კერგელენის არქიპელაგის პირობითი გერბი, რომელიც ამოღებულია 1950 წელს სიუზან გოტიეს მიერ შექმნილი საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის გერბიდან. კერგელენის გერბი წარმოადგენს ფარს, რომელზეც გამოსახულია კერგელენის კომბოსტო, რომელიც უკავია ორ ზღვის სპილოს. ფარზე დატანილია წარწერა ორი ღუზის და სამი ვარსკვლავის ფონზე: ILE KERGUELEN. 100 ფრანკის ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ალბატროსი, 500 ფრანკის ნომინალის მონეტის რევერსზე— ორი კაშალოტი.

ქვეყნის ნაწილებთან მიკუთვნების საკითხი

რედაქტირება

დღეისათვის კერგელენის არქიპელაგს ოფიციალურად აკუთვნებენ ანტარქტიდას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tableau général de la France outre-mer Maison de la Géographie (PDF; französisch; 45 kB)