გრავეტული დანა
გრავეტული დანა, გრავეტის ტიპის დანა, — კაჟის ან სხვა ქანის მეტ-ნაკლებად პარალელურგვერდებიანი, ვიწრო, სწორი ფირფიტა (ლამელა), რომლის ცალი გვერდი დაბლაგვებულია ციცაბო რეტუშით. სახელი ეწოდა პალეოლითური ძეგლის ლა-გრავეტის (საფრანგეთი) მიხედვით. გაჩნდა ზედა პალეოლითის ადრეულ საფეხურზე. ფართოდ გავრცელდა ორინიაკისა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით, სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. საქართველოში მრავლად გვხვდება ზედა პალეოლითის შუა და გვიანდელი ხანის ძეგლებში (დევისხვრელი, მღვიმევი, გვარჯილის კლდე და სხვ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშაბრამიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 133.