გოხნარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარში. ეკლესია დგას წალკისაკენ მიმავალი გზის პირას.

გოხნარის ეკლესია
გოხნარის ეკლესია — საქართველო
გოხნარის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°39′57″ ჩ. გ. 44°18′38″ ა. გ. / 41.66583° ჩ. გ. 44.31056° ა. გ. / 41.66583; 44.31056
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა გოხნარი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მანგლისისა და წალკის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XI საუკუნის მეორე ნახევარი
დეტალები

დარბაზული ეკლესია სამხრეთის მინაშენით აგებულია XI საუკუნის მეორე ნახევარში. შემოსილია ბაზალტის თლილი ფილებით. აქა-იქ შეინიშნება კედლის მხატვრობის კვალიც. სამხრ. კარის ბალავრის ქვაზე ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოიხსენიება ლიპარიტ ერისთავთერისთავი და მისი შვილები რატი და იოანე. მის ირგვლივ სასაფლაოა. საფლავის მოზრდილ ქვებზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები, მშვილდები, სახნისები და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება