გოხების სამლოცველო
გოხების სამლოცველო — არქეოლოგიური ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს მახლობლად, ჩრდილოეთით, გოხების მთის თხემზე. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით.
1976 წელს რუსთავის მეტალურიგული კომბინატის მიერ მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე წარმოებული სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა შუბისპირები და ბრინჯაოს ცხენებშუბმული, მბრუნავი ბორბლების მქონე საბრძოლო ეტლის მოდელი (ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც შირაქის მცირე ქალაქების თანადროულია. საბრძოლო ეტლის არსებობა უთუოდ გულისხმობს ამ დროის საზოგადოებაში შესაბამისი რეგულარული საჯარისო შენაერთების არსებობასაც. ძეგლის გადარჩენითი სამუშაოების დროს გამოვლინდა წმინდა ნაცრით შევსებული მრგვალი ორმო, რომელშიც, გარდა საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს მოდელისა, აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს სადამასრიანი შუბისპირი და ადამიანის თავის ქალა.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 263-264.