გოჩა ჯაფარიძე (დ. 10 ივლისი, 1942, თბილისი, — გ. 15 ნოემბერი, 2020) — ქართველი ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, ორიენტალისტი, დიპლომატი.

გოჩა ჯაფარიძე
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1942(1942-07-10)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 15 ნოემბერი, 2020(2020-11-15) (78 წლის)
საქმიანობა ისტორიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1968 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1983 წლებში დამასკოში (სირიის არაბთა რესპუბლიკა) სსრკ კულტურის ცენტრის დირექტორი; 1991-1998 წლებში თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პრორექტორი; 1995-1998 და 2004-2007 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახალი და უახლესი და შუა საუკუნეების განყოფილებების გამგე; 1998-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; 2005-2007 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დეკანი, სრული პროფესორი; 2007-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ყატარი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 2009-2010 წლებში ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში. არის ავტორი მონოგრაფიებისა: „ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან IX-XIX სს.“ (1973), „საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში“ (1995), „ახალი მასალები XVII ს-ის ეგვიპტის ეპიგრაფიკისათვის“ (თანაავტორი ა. სილაგაძე, 2002); სტატიების კრებულისა — „ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში“ (2012); ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ძირითადი ავტორი წიგნისა „ისლამი. ენციკლოპედიური ცნობარი“ (1999); სცენარის ავტორი ფილმებისა „სირია ქართველების თვალით“ (რეჟ. გ. ბარნოვი) და „ქართველი მამლუქები ეგვიპტეში“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი).

სადოქტორო დისერტაციის თემა —– „საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის I მესამედში“, დაიცვა 1994 წელს. გარდაიცვალა 2020 წლის 15 ნოემბერს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება