გოჩა ფიფია
გოჩა ფიფია (დ. 5 აპრილი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი.
გოჩა ფიფია | |
---|---|
გოჩა ფიფია | |
დაბადების თარიღი |
5 აპრილი, 1965 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
საზოგადო მოღვაწე ბიზნესმენი პოლიტიკოსი პუბლიცისტი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1987-1988 წლებში თბილისის პროკურატურაში იყო სტაჟიორ-გამომძიებელი; 1988-1989 წლებში ლენინის რაიონის პროკურატურაში — პროკურორის თანაშემწე; 1989-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის კადრების სამმართველოს პროკურორი, საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1993-1994 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სამართლებრივი განყოფილების უფროსი; 1994-1996 წლებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი (ვაშინგტონი); 1996-2003 წლებში შ.პ.ს. „უშბას“ გენერალური დირექტორი. 2013 წლიდან კომპანია „ზეარის“ დამფუძნებელი.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. იყო რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გოჩა ფიფია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოჩა ფიფია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)