გოჩა სხილაძე

ქართველი პოეტი, თეოლოგი, ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის საინფორმაციო განყოფილების მთავარ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სხილაძე.

გოჩა სხილაძე (დ. 18 თებერვალი, 1968, ზესტაფონი) — ქართველი პოეტი, თეოლოგი.

გოჩა სხილაძე
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1968 (1968 -02-18) (56 წლის)
ზესტაფონი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია თეოლოგი, პოეტი
შვილ(ებ)ი ჰყავს ერთი შვილი, ნია სხილაძე
ჯილდოები

ლიტერატურულ პრემია „საბას“ ნომინანტი (ფინალისტი);

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება" გამარჯვებული,მეორე პრემიის მფლობელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1989-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში. 1996 წელს დაამთავრა მოსკოვის (ამერიკული) თეოლოგიური ინსტიტუტი. 1996-1999 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. 2007 წლიდან მუშაობს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტად. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალ „განთიადში“ 1989 წელს. ლექსები და ესეები გამოქვეყნებული აქვს ჟურნალ „ალტერნატივაში“, „ენიგმაში, ” „აფრაში“, „ახალ საუნჯეში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, ასევე ელექტრონულ ჟურნალ „ელექტროლიტში“. 2016 წელს იყო ლიტერატურულ პრემია „საბას“ ნომინანტი (ფინალისტი). 2020 წელს გაიმარჯვა გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში „ერთგულება“, აიღო მეორე პრემია. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: „მკვდართა მზე“, „დიდი მზესუმზირა“, „ამბორი სიბნელეში“, „უნაპირო მდინარე“, "ღამის სიმღერა". იყო კავკასიური სახლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალის აფრას 28-ე და 29-ე ნომრის რედაქტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოჩა სხილაძე - „ამბორი სიბნელეში“; თბ.:2013 წ. 148გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოჩა_სხილაძე“-დან