გოჩა მაცაბერიძე

ქართველი ინჟინერი

გოჩა მაცაბერიძე (დ. 5 ივნისი, 1955) — ქართველი ინჟინერი.

დაიბადა სოფელ ასურეთში, თეთრიწყაროს რაიონში. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის კავშირგაბმულობის ელექტრონული ინსტიტუტის ავტომატური ელექტროკავშირის ფაკულტეტი. 1988-1991 წლებში იყო კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე, 1991-1992 წლებში კი შპს ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი. სს ბანკ „რესპუბლიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1991-2004 წლებში. გოჩა მაცაბერიძე 2004 წლიდან არის სს ბანკ „რესპუბლიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში, ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006 გვ. 317

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება