გოჩა ბარნოვი

ქართველი თეოლოგი

გოჩა ბარნოვი (დ. 18 მარტი, 1962, ხაშური) — ქართველი თეოლოგი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

გოჩა ბარნოვი
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1962(1962-03-18) (62 წლის)
დაბ. ადგილი ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა თეოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სასულიერო სემინარია
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი თეოლოგიის დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გოჩა ბარნოვი დაიბადა 1962 წლის 18 მარტს, ხაშურში. 1969-1979 წლებში სწავლობდა ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში. 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1996-1998 წლეში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1998–2003 წლებში სწავლობდა ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე, ხოლო 2003-2007 წლებში ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სამაგისტრო განყოფილებაზე, სამაგისტრო თემა: „კირილე ალექსანდრიელის ანთროპოლოგია იოანეს სახარების კომენტარების მიხედვით“.

2007–2015 წლებში სწავლობდა ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სადოქტორო განყოფილებაში, სადოქტორო თემა: „იპოლიტე რომაელის ესქატოლოგია“.

1988–1994 წლებში მუშაობდა თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტ „ეგრისში“. 2012 წლიდან არის თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის პედაგოგი დოგმატურ ღვთისმეტყველებასა და კანონიკურ სამართალში. 2018 წლიდან არის სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

გამოქვეყნებული სტატიები

რედაქტირება
  • გოჩა ბარნოვი, „ღვთის ძის განკაცება წმინდა კირილე ალექსანდრიელის მიხედვით“, სტატია გამოქვეყნდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრიმითუნტის სამიტროპოლიტოს ჟურნალში „წმინდა სპირიდონი“–Γκότσα Μπαρνόβι, «Ἡ ἐνανθρώπηση τοῦ Υἱού τοῦ Θεοῦ κατά τὸν Ἅγιο Κύριλλο Ἀλεξανδρείας», ἐν Ἅγιος Σπυρίδων, τευ. Γ΄, έτος Α΄, 2013, σσ. 81-86.
  • გოჩა ბარნოვი, „ღმერთის შემეცნება გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორე თეოლოგიურ სიტყვაში“, სტატია გამოქვეყნდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრიმითუნტის სამიტროპოლიტოს ჟურნალში „წმინდა სპირიდონი“–Γκότσα Μπαρνόβι, «Ἡ γνώση τοῦ Θεοῦ στόν Θεολογικόν Β΄ τοῦ Γρηγορίου τοῦ Θεολόγου», ἐν Ἅγιος Σπυρίδων, τευ. Δ΄, έτος Β΄, 2014, σσ. 15-19.
  • გოჩა ბარნოვი, „ნებელობა და განზრახულება“, სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში „გული გონიერი“, № 12, გვ. 69-94.
  • გოჩა ბარნოვი, „თაბორის ნათელი“ (პირველი ნაწილი), სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში „გული გონიერი“, № 13, გვ. 79-97.
  • გოჩა ბარნოვი, „სამი მღვდელმთავრის დღესასწაული“, სტატია გამოქვეყნდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრიმითუნტის სამიტროპოლიტოს ჟურნალში „წმინდა სპირიდონი“–Γκότσα Μπαρνόβι, «Ἡ ἑορτή τῶν τριῶν Ἱεραρχῶν», ἐν Ἅγιος Σπυρίδων, τευ. Δ΄, έτος Γ΄, 2015, σσ. 24-31.

გამოქვეყნებული თარგმანები

რედაქტირება
  • „შემეცნება და რწმენა“, იოანე ზიზიულასის, პერგამოს მიტროპოლიტის სტატიის თარგმანი, „გული გონიერი“, №6, გვ. 23–62.
  • „ნიღბიდან პიროვნებამდე“, იოანე ზიზიულასის, პერგამოს მიტროპოლიტის სტატიის თარგმანი, „გული გონიერი“, №7, გვ. 25–67.
  • „თეოლოგია და ენა“, სტილიანოს პაპადოპულოსის, ათენის უნივერსიტეტის პროფესორის წიგნის სრული თარგმანი, „გული გონიერი“, №8, გვ. 67–114; №9, გვ. 132–173; №10. გვ. 133–153; №11. გვ. 122–143.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება