გოტლანდის მუზეუმი
გოტლანდის მუზეუმი (შვედ. Gotlands museum), წარსულში ცნობილი, როგორც გოტლანდის კომუნის მუზეუმი (შვედ. Länsmuseet på Gotland) — კომუნის მუზეუმი ვისბიუში, გოტლანდი, შვედეთი. დაწესებულება დაარსდა შვედეთის სიძველეების საზოგადოების მიერ 1875 წელს პეჰრ არვიდ სევეს ინიციატივის შედეგად. მუზეუმის საკუთრებაშია რამდენიმე სახლი და ფერმა გოტლანდზე, რომელთა ნაწილიც მუზეუმად გამოიყენება. გოტლანდის მუზეუმი ასევე ფლობს საგამომცემლო ორგანიზაციებს, რომლებიც გამოსცემენ წიგნებსა და პუბლიკაციებს კუნძულის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გოტლანდის მუზეუმი | |
---|---|
გოტლანდის მუზეუმის ლოგო | |
57°38′22″ ჩ. გ. 18°17′32″ ა. გ. / 57.6397028° ჩ. გ. 18.2924556° ა. გ. | |
დაარსდა | 1875 |
ქვეყანა | შვედეთი |
მდებარეობა | Gotland Municipality[1] |
ექსპონატი | 400 000 |
დირექტორი | სუსან თედენი |
ოფიციალური საიტი | gotlandsmuseum.se |
ისტორია
რედაქტირებამუზეუმი დაარსდა 1875 წელს, გოტლანდის ანტიკური საზოგადოების მეგობრების (Gotlands fornvänner)მიერ. დაწესებულების დაარსების ინიციატივა პეჰრ არვიდ სევეს ეკუთვნოდა. მუზეუმის დაარსების მიზანი ისტორიული არტეფაქტების შეგროვება და გოტლანდთან დაკავშირებული ყოველდღიურიი ნივითების დაგროვება იყო. დაწესებულების ერთ-ერთ მიზანს კუნძულზე ცხოვრების არამატერიალური ასპექტების დოკუმენტირებაც წარმოადგენდა.[2]
წლების განმავლობაში მუზეუმის ფუნქცია არ შეცვლილა. დაწესებულების კოლექცია ეტაპობრივად იზრდებოდა. სახლები, ფერმები და სხვა შენობები მუზეუმს ანდერძებისა და შემოწირულობების საშუალებით გადაეცა. ასევე გაიზარდა გოტლანდის ანტიკური საზოგადოების მეგობრების წევრთა რაოდენობაც და 2015 წლისთვის მათმა საერთო რიცხვმა 2 400 წევრი შეადგინა.[3][4]
2011 წელს მუზეუმმა ქსელური პროექტი წამოიწყო, რომელიც ბალტიის ზღვის მიმდებარე სხვა ქვეყნებსაც მოიცავდა.[5]
გოტლანდის ანტიკური საზოგადოების მეგობრები
რედაქტირებაგოტლანდის ანტიკური საზოგადოების მეგობრები (შვედ. Gotlands Fornvänner) 1874 წლის 16 ოქტომბერს დაარსდა. ამ დაწესებულების დაარსების ინიციატორიც პეჰრ არვიდ სევე იყო. საზოგადოების მიზანი იყო, რომ შეგროვებულიტო ყველა სახის ობიექტი, რომელიც გოტლანდის ტერიტორიაზე ყოველდღირად გამოიყენებოდა. შეგროვდა ზღაპრები, სიმღერები, ტრადიციები, ხელობები და სხვა მსგავსი ტიპის ასპექტები, რომლებიც კუნძულზე არა მხოლოდ თანამედროვე პერიოდში, არამედ წარსულშიც არსებობდა. ეს ყველაფერი შეგროვდა წიგნებში, ჟურნალებსა და ჩანაწერებში და არქივში განთავსდა.[6]
1875 წლის 22 მაისს, საღამოს ხუთ საათზე საზოგადოებამ მოაწყო შეხვედრა სადაც გადაწყდა კოლექციების განსათავსებლად შენობის ქირაობა. უნდა შექმნილიყო „სიძველეების დარბაზი“ და დამთვალიერებლებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.[6] საზოგადოება პირველად დაიქირავა ძველი გოგონათა სკოლის დარბაზი, რომელიც ვისბის კათედრალის მიმდებარედ არსებობდა.[7]1880 წლის ივლისის დასაწყისში მუზეუმის საზოგადოებამ შეიძინა სტანდგატანში მდებარე ძველი ბრენვინის დისტილაცია, სადაც პირველი მუზეუმი განთავსდა[7] მუზეუმის ეს პირველი სამყოფელი დღესდღეობით ცნობილია როგორც „ქვის სურათის დარბაზი“ (შვედ. Bildstenshallen).[2] 2015 წლისთვის, გოტლანდის ანტიკური საზოგადოების მეგობრები ფლობდა „ქვის სურათის დარბაზის“ მიმდებარე მთლიან ტერიტორიას.
კოლექციები
რედაქტირებამუზეუმის კოლექცია მოიცავს დაახლოებით 400 000 ობიექტს, რომლებიც სამ საცავშია გადანაწილებული. მათ შრის უდიდესია მაგასინ ვისბორგი, რომელიც ვისბიუს გარეთ მდებარეობს და დამთვალიერებლებისთვის 2014 წლიდანაა ღია.
მუზეუმის კოლექცია დაყოფილია შემდეგ ნაწილებად: კულტურული ისტორიის კოლექცია (ტანსაცმელი, ქსოვილები, საყოფაცხოვრებო ნივთები, იარაღი, სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების ნივთები); ხელოვნების კოლექცია (ნახატები, გრაფიკული ანაბეჭდები, ქანდაკებები); არქეოლოგიური კოლექცია (ობიექტები, რომლებიც გოტლანდის ისტორიას წარმოადგენენ. 7000 წლის წინანდელი ქვის ნაჯახები, შუა საუკუნეების ნიშნები. აქ დაცული ექსპონატები კუნძულის არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი) და ბუნების ისტორიის კოლექცია (ნამარხი ნაშთები, ჰერბარიუმები, ქერცლფრთიანები, ფიტულები, ჩონჩხები).
კოლექციის ექსპონატთა უმეტესობა გოტლანდის მუზეუმს კერძო პირების შემოწირულობების შედეგად გადაეცა. ხელოვნების ნიმუშების ნაწილი მუზეუმმა შეიძინა. ეს კოლექცია ასევე მოიცავს ბრუკებოს ფონდის, მემკვიდრეობის საზოგადოებისა და გოტლანდის კომუნის შეძენილ ნამუშევრებს.[8]
მზუეუმის მნიშვნელოვან მუდმივ გამოფენებს შორისაა: ქვის სურათის დარბაზი, ვიკინგების განძი და 1361 — ბრძოლა გოტლანდისთვის (დანიის შეჭრა გოტლანდში 1361 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალდემარ IV ატერდაგი და რამაც გამოიწვია მესტერბიუს ბრძოლა და ვისბიუს ბრძოლა)[9]
ნაგებობები
რედაქტირებამუზეუმის მთავარი ნაგებობაა ფორნსალენი რომელიც სტანდგატანში, ვისბიუში მდებარეობს. მუზეუმის სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებს შორისაა: ხელოვნების მუზეუმი (Gotlands Konstmuseum), სათაო ოფისის მამული (Kapitelhusgården), კაისარის კოშკის ციხის მუზეუმი (Kajsartornet fängelsemuseum), კატლუნდი (Kattlunds), პეტე (Petes) და ნორბიუ (Norrbys).
საგამომცებლო დაწესებულებები
რედაქტირებაფორნსალენის გამომცემლობა (შვედ. Fornsalens Förlag) მუზეუმს ეკუთვნის და სპეციალიზებულია ლიტერატურასა და იმ საკითხებში, რომელიც გოტლანდთან არის დაკავშირებული. ეს კომპანია გამოსცემს სამი სახლის სამეცნიერო ჟურნალების სერიებს: გოტლანდის არქივი (შვედ. Gotländskt Arkiv), რუსი (შვედ. Russi) და წიგნაკები გოტლანდის მუზეუმიდან (შვედ. Småskrifter från Gotlands Museum). ამ საგამომცემლო დაწესებულების პუბლიკაციები შესაძლოა ნებისმიერ ენაზე არსებობდეს, რადგან მუზეუმი და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები ყოველთვის თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნებთან.[10]
გალერეა
რედაქტირება-
სტანდგატანში მდებარე ნაგებობის ფასადი
-
მუზეუმის წინა ბაღი და კაფე
-
ქვის სურათის დარბაზი, თავდაპირველი მუზეუმი
-
მელანგატანში მდებარე მუზეუმის ფასადი
-
მუზეუმის ლოგო
ლიტერატურა
რედაქტირება- (1973) Från fars och farfars tid, 2nd (Swedish), Visby: Gotlandskonst AB.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
- ↑ 2.0 2.1 Ohlén, Scharp & Rehnberg 1973, p. 238.
- ↑ Momcilovic, Anna. Kan lika gärna sälja ringmuren. Helagotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2021.
- ↑ Ehlin, Stefan. Välkommen till Gotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2021.
- ↑ Jansson, Henrik. Network of museus in the Baltic. Network of Museums in the Baltic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2021.
- ↑ 6.0 6.1 Ohlén, Scharp & Rehnberg 1973, p. 217.
- ↑ 7.0 7.1 Hammar, Inger. P A Säve hyllas med utställningar Swedish. Helagotland (8 April 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 April 2015
- ↑ Samlingarna. Gotland Museum. ციტირების თარიღი: 19 April 2015
- ↑ Skattkammaren. Gotland Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2021.
- ↑ Fornsalens förlag. Gotland Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2021.