ვალტერ გოტიე (ლათ. Galterius) — XII საუკუნის მოღვაწე, ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, ჯვაროსნული ომების მონაწილე. ავტორი ქრონიკისა „ანტიოქიის ომები“ (Bella Antiochena), რომელშიც გადმოცემულია ანტიოქიის სამთავროს ისტორია 1119-1126 წლებში. ქრონიკა შედგება ორი ნაწილისგან, პირველი დაიწერა 1115 წელს და მასში აღწერილია ანტიოქიის არმიის გამარჯვება მოსულის ემირ ილ–ბურსუკის ლაშქარზე. ქრონიკის მეორე ნაწილი დაწერილია რამდნეიმე ეტაპად 1119-1122 წლებში და მასში აღწერილია ანტიოქიის მთავარ როჯერის დამარცხება და დაღუპვა ილღაზის კოალიციასთან ბრძოლაში, 1119 წლის ბრძოლა ბალდუინ II–სა ილღაზს შორის, სისხლიან ველზე მუსლიმთა მიერ ჯვაროსნების გაჟლეტვის ამბავი, დიდგორის ბრძოლა და ილღაზის გარდაცვალება. გოტიეს მონათხრობი გადატვირთულია მხატვრული პასაჟებით და ხშირაია დაუჯერებელი და ფანტასტიკური ციფრები. მისი ქრონიკის ერთ–ერთი ცენტრალური ხაზია ილღაზის სიძულვილი.

გოტიეს ქრონიკა ჯვაროსნული ეპოქის ერთ–ერთ მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევა. მას მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ჰანს დელბრიუკი და სტივენ რანსიმენი. ის რამდენჯერმე იქნა გამოცემული XIX სუაკუნეში. ქართულ ენაზე გოტიეს ცნობები დიდგორის ბრძოლის შესახებ თარგმნა და გამოსცა ზურაბ ავალიშვილმა 1929 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება