გორის მიწისძვრა (1920)
გორის მიწისძვრა — ძლიერი მიწისძვრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გორში 1920 წლის 20 თებერვალს. მიწისძვრის ძალა შეადგენდა 6.2 . დაიღუპა 114 ადამიანი[1]. სერიოზულად დააზარალა გორის ციხე[2], ქვემო რიეთის ეკლესია, ნათლისმცემლის ეკლესია[3] და რაიონის სხვა ძეგლები.
თარიღი | 20 თებერვალი, 1920 |
---|---|
მაგნიტუდა | 6.2 |
სიღრმე | 11 კმ |
ეპიცენტრის მდებარეობა | 41°54′00″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. / 41.90000° ჩ. გ. 44.00000° ა. გ. |
დაზარალებული ტერიტორია | საქართველო |
მსხვერპლი | 114 ადამიანი |
გორის მაზრაში პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი — 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა (შედარებისთვის, 2002 წლის თბილისის მიწისძვრის მაგნიტუდა უდრიდა 4,6 ერთეულს), ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Ion Postol (ed., 2008) Risk Assessment as a Basis for the Forecast and Prevention of Catastrophies, p. 26. IOS Press, ISBN 1-58603-844-3
- ↑ ქსე, ტ. 3, გვ. 229, თბ., 1978
- ↑ საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 115