ქვემო რიეთის ეკლესია
ქვემო რიეთის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო რიეთის ჩრდილოეთით, ბორცვზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (6,3 X 4,4 მ). ეკლესია ნაგებია დიდი ზომის ლოდებისაგან. 1920 წლის მიწისძვრამ შენობა ძლიერ დააზიანა. შესასვლელი სამხრეთითაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. დარბაზი გადახურულია კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.