გორვანელი

ქართველი ფილოსოფოსი, პოეტი და არტკრიტიკოსი

გორვანელი, ლევან გოგაბერიშვილი (დ. 1 აგვისტო, 1995, ზედა გორა, ვანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოსოფოსი, პოეტი და არტკრიტიკოსი. 2017 წლიდან საზოგადოება „ქუთაისელის“ წევრი. 2019 წლიდან საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ქუთაისის ფილოსოფოსთა კლუბის დამფუძნებელი.[2]

გორვანელი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1995(1995-08-01)[1] (29 წლის)
დაბადების ადგილი ზედა გორა, ვანის მუნიციპალიტეტი, საქართველო
ფსევდონიმი გორვანელი
საქმიანობა ფილოსოფოსი
მოქალაქეობა  საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

2018 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იქვე გაიარა სამაგისტრო პროგრამა და 2020 წლის ივლისში მიენიჭა ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.      

2014 წელს საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო და მეგობრებთან ერთად დააფუძნა პოეზიის ჯგუფი „ედელვაისი“, რომელშიც 5 წევრი შედიოდა. ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში; 2014-2017 წლებში გამართა პოეზიის არაერთი საღამო. არის 9 საუნივერსიტეტო და 14 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 58 სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიის ავტორი; 2016 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „არსებობის ეიდოსი“. იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში;

2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ორი წიგნი: წერილების, ესეებისა და მეცნიერული კვლევების კრებული „ატარაქსია“ და მოთხრობების კრებული „ფაიუმის პორტრეტი“, ამავე წლის დასაწყისში, დააფუძნა მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი „აფინაჟი“ და მისი მთავარი რედაქტორია.

პრემიები

რედაქტირება
  • 2019 წელს მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი პოეტები, ენციკლოპედია, თბ., 2021, გვ. 96-97

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება