გორათი
გორათი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამჟამად ხაშურის ერთ-ერთი უბანი, მდებარეობს ქალაქის დასავლეთით.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც გორათი, როგორც დასახლებული პუნქტი გვხვდება, 1700 წლით თარიღდება. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ერეკლე I ნაზარალიხანის ბრძანებას ხაშურლებისა და გორათელებისადმი. ერეკლე I აფრთხილებს გორაელებს (ასე არიან მოხსენებული გორათელები დოკუმენტში) ხაშურელებთან ერთად, რომ აღარ შეაწუხონ სურამლები.
რუისის სამწყსოს 1715 წლის დავთრის მიხედვით, აქ ოთხი კომლია, კერძოდ, ნათიშვილი (2), ღონენაშვილი და ზაუტაშვილი.
გორათი 1728 წელს თბილისის ვილაიეთის დიდ დავთარში წარმოდგენილია 18 კომლით. აქ დასახლებულია ერთი აზნაური. აქვეა სახასო მამულები, ვენახი. არის ერთი თვალი წისქვილი, რომლის წლიურის გადასახადი 120 ახჩაა. გადასახადების საერთო რაოდენობა კი 9590 ახჩას შეადგენს.
1793 წლით დათარიღებულ მიწის ნასყიდობის სიგელში ნათქვამია:
როგორც სიგელის ნაწყვეტიდან ჩანს, გორათში მამულები იტრიელ ჩხეიძეებს ეკუთვნოდათ, რაც სხვა დოკუმენტებითაც დასტურდება.
გორათი და აქ მდებარე გორა ძველი ნამოსახლარიცაა, ხაშური-ბორჯომის რკინიგზის ხაზის გაყვანის დროს, XIX საუკუნის 90-იან წლებში, აქ აღმოჩნდა არაერთი საყურადღებო არქეოლოგიური ნივთი. ამასთან დაკავშირებით 1895 წლის 4 იანვარს გაზეთი „ივერია“ წერდა:
ბოლო პერიოდში გორთში საფლავების გაჭრის დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს საბრძოლო და სამეურნეო იარაღები (შუბის პირი, სატევარი, ქვაბი და სხვ.), რომელიც თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებითა და I ათასწლეულის დასაწყისით. შეიმჩნევა სამეურნეო ნაგებობების საძირკვლები და სხვა.
ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს გორათს და დატანილი აქვს რუკაზე. ასევე იცნობს იოანე ბატონიშვილიც, რომელიც აფიქსირებს მას, როგორც მოსახლე სოფელს.
გორათში მდებარეობს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 14, 8 აპრილი, 2019, გვ., 6