ფრანჩესკო III გონძაგა

(გადამისამართდა გვერდიდან გონძაგა, ფრანჩესკო III)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფრანჩესკო III გონძაგა (იტალ. Francesco III Gonzaga; დ. 10 მარტი, 1533 — გ. 22 თებერვალი, 1550) — მანტუის ჰერცოგი 1540–1550 წლებში. ფრანჩესკო მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგ ფედერიკო II გონძაგას ვაჟი და მემკვიდრე იყო.

1549 წლის 22 ოქტომბერს მან იქორწინა იმპერატორ ფერდინანდ I ასულ კატარინაზე (1533–1572). ფრანჩესკო ქორწინებიდან 4 თვეში უშვილოდ გარდაიცვალა და ტიტული მის ძმაზე, გულიელმო გონძაგაზე გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება