გონსანამა (ეკვადორი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გონსანამა (ესპ. Gonzanamá) — მცირე ზომის ქალაქი ეკვადორში, ლოხის პროვინციაში, გონსანამის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ლოხიდან 81 კმ-ში, ზღვის დონიდან 1980 მეტრზე.[1]

ქალაქი
გონსანამა
Gonzanamá
დროშა

ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
პროვინცია ლოხის პროვინცია
კანტონი გონსანამის კანტონი
კოორდინატები 4°13′53″ ს. გ. 79°26′07″ დ. გ. / 4.23139° ს. გ. 79.43528° დ. გ. / -4.23139; -79.43528
მერი ნორმან ომარ ესპინოზა
დაარსდა 17 თებერვალი 1822
ფართობი 1,27 კმ²
მოსახლეობა 1 973 კაცი (2022)
სიმჭიდროვე 1 550 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
Ecuador location map.svg
Ecuador location map.svg

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ეკვადორის მკვიდრი ენებიდან: ესპანური და კეჩუას ენიდან. „გონსა“ ადგილობრივი თემის ბელადის სახელიდან მომდინარეობს, ხოლო დაბოლოვება „ნამა“, მომდინარეობს სიტყვიდან „მუნამა“ (Munamá) ან სიტყვიდან „ანამა“ (Anama), „რაც წყლის ღმერთისაგან რჩეულს“ ნიშნავს.

კოლონიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, 1822 წლის 17 თებერვალს ქალაქმა თავისუფლება მოიპოვა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოსცა.

თავდაპირველად, გონსანამა ლოხის კანტონის სოფელი იყო. 1943 წლის 30 სექტემბერს იგი ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქად და ეკვადორის კანტონად.[2]

  1. Citypopulation.de Population and area of Gonzanamá
  2. Gonzanama.gob.ec History of Gonzanama