შალვა გონაშვილი
შალვა გიორგის ძე გონაშვილი (დ. 23 ნოემბერი, 1901, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 8 აპრილი, 1969, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).
ბიოგრაფია
რედაქტირება1929 წელს დაამთავრა თსუ-ის აგრონომიული ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო თბილისის ზოოტექნიკურ საცდელ სადგურში. 1930-1941 წლებში იყო მოსკოვის რძის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, შემდეგ — უფროსი მეცნიერი მუშაკი. 1945-1959 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის გამგედ; 1959-1969 წლებში იყო საქართველოს ზოოტექნიკური- სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების გამგე. მისი შრომები ეხება რძის ბიოქიმიის და ფერმენტების პრობლემებს, საკვებ საშუალებათა ქიმიურ შედგენილობას და სხვა. გონაშვილი იყო სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის საკავშირო საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- რძისა და რძის პროდუქტების ქიმია და ანალიზი, თბ., 1963.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეგრელიძე ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 95.