გომარეთის სტელები

გომარეთის სტელები — არქეოლოგიური და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში. განეკუთვნებიან

ადრექრისტიანული ხანის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ ქვის სტელები და ქვაჯვრები, რომლებიც აღმოჩენილია სოფელ გომარეთის მიდამოებში. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და წარმოადგენენ უნიკალურ წყაროთმცოდნეობით მასალას, რადგან ისინი თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა შეიცავენ ლაპიდარულ წარწერებსაც და წარმოადგენენ ეპიგრაფიულ ძეგლებს. საქართველოში ქვაჯვრების ძირითადი კერა ქვემო ქართლია და ქვემო ქართლში კონკრეტულად გომარეთი.

გომარეთიდანაა ტყემლიანის ნაქალაქარზე მდებარე სტელა, რომელიც მდებარეობს სოფელ გომარეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, 7 კმ-ის მანძილზე. ეს არის ხელის გამოსახულებიანი ასომთავრულ წარწერიანი სტელა, რომელიც ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით ასიოდე მეტრში ერთ-ერთ ნანგრევის გვერდით აღმოჩნდა. სტელა წარმოადგენს რუხი ფერის მართკუთხა მონოლითს (165×60×45 სმ), რომლის პირის გვერდზე, ცენტრში გამოსახულია გაშლილი ხელის მტევანი, ხოლო ზემოთ — წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი. სტელის ქვედა ნაწილი და მარცხენა მხარეს მთლიანად ასმოთავრული წარწერებით არის დაფარული. რელიეფური ჯვარი ფონიდან ოდნავ ამოწეულია, „ხელი“ კი პირიქით სიბრტყეშია ჩაკვეთილი ორმაგი ხაზების საშუალებით. კოროზიის შედეგად წარწერები ძლიერ დაზიანებულია. გაწმენილ ზედაპირზე გაირჩევა ჯვრის მარცხნივ მხოლოდ რამდენიმე ასო და მათ შორის ე.ე. (შესაძლოა ერისთავ-ერისთვი). „ხელის“ ქვემოთ კი რამდენიმე ნაკლული სიტყვაა.

ვიკიციტატა
„ხელი... მეფისა... რომელნიც... (სა)დიდ(ებ)ლად.“

სოფლის წივილაანთ უბანში, მცირე ბორცვზე, შეკრებილია მოზრდილი სტელების ფრაგმენტები, რომლებზეც რელიეფურად გამოყვანილია მცენარეული ორნამენტები.

გომარეთის სტელებს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება