Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიტაძე.

გრიგოლ (გოლა) ჩიტაძე (დ. 1871, გორი — გ. 11 თებერვალი, 1892, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი, მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტი საქართველოში

ბიოგრაფიარედაქტირება

სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, 1881 წლიდან კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ საქმიანობაში. 1885 წელს იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. თავის ძმასთან შიო ჩიტაძესთან ერთად იგი მაქსიმ გორკის უახლოესი მეგობარი იყო. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ხალხოსან რევოლუციონერებთან. მისი წიგნთსაცავით სარგებლობდნენ თბილისის მოწინავე ახალგაზრდები და მუშები. დაძაბულმა მუშაობამ და მეცადინეობამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და იგი მალე გარდაიცვალა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 139.
  • ასათიანი, ლ. წერილები ლიტერატურაზე, თბილისი, 1946
  • ხუნდაძე, ს., „მაქსიმ გორკი საქართველოში“ „სალიტერატურო გაზეთი“ 28 სექტემბერი, 1932

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება