ივანე გოკიელი

(გადამისამართდა გვერდიდან გოკიელი, ივანე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოკიელი.

ივანე (ვანო) რაფიელის ძე გოკიელი (დ. 9 ოქტომბერი, 1899, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1972, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ პეტროგრადის კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1921 წელს და დაიწყო აქტიური შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი იყო თბილისში სიმფონიური ორკესტრის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე, კონსერვატორიის დირექტორი. მაგრამ ვ. გოკიელი უწინარეს ყოვლისა იყო მუსიკოსი, კომპოზიტორი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ოპერები, როგორიცაა „პატარა კახი“, „ბროლის ქოში“, „წითელქუდა“.

წარმატებული აღმოჩნდა ვანო გოკიელის მცდელობა სიმფონიური მუსიკის დარგშიც. აღსანიშნავია მისი ვოკალური ციკლი, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის („წითელი ეშმაკუნები“, „ორი მეგობარი“, „დიადი განთიადი“, „ფორპოსტი“, „წყალქვეშა ტყვეობაში“, „ოქროს ბილიკი“) და სხვა.

დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გედევანიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 80-81.
  • გელაძე თ., ვანო გოკიელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1970, №1;
  • Пичхадзе М. Я., Вано Гокиели, «Советская музыка», 1955, №7
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 107, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება