გოდერძი ბუკია
გოდერძი ბუკია (დ. 15 ოქტომბერი, 1952, სოფელი პირველი მაისი, ხობის რაიონი) — ქართველი არქიტექტორი, დიპლომატი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1995, 2004, 2008, 2012) წევრი.
გოდერძი ბუკია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1952 |
დაბადების ადგილი | პირველი მაისი, ხობის რაიონი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება |
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მოსკოვის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | ხობის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში |
khobi.majoritarian.ge |
ბიოგრაფიარედაქტირება
1975 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1975-1990 წლებში ეკავა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები კომკავშირსა და კომპარტიაში თბილისში. 1990-1995 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. 1995 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს ელჩად რუსეთში. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორატარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“ .
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- გოდერძი ბუკია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოდერძი ბუკია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)