გოგა შავერზაშვილი
გოგა შავერზაშვილი (დ. 4 აგვისტო, 1950, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი.
გოგა შავერზაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1950 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1975–1980 წლებში იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(პედაგოგ–პრაქტიკანტი). 1973 წლიდან თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგი(ფორტეპიანო). 1992 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი(კომპოზიცია). 2006 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 1995 წლიდან ასოცირებული პროფესორი. თხზულებები: „პოემა–ელეგია“ სიმებიანი ორკესტრისათვის(1990), სიმფონია(2010), „პოემა“ სიმებიანი ორკესტრისათვის(2015). ინსტრუმენტული კონცერტები: საფორტეპიანო N1(1984, სამ ნაწილიანი), სავიოლინო N1, N2(1991, 1993), საფორტეპიანო N2(1992), ფანტაზია ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის(2015, პირველი შესრულება). კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები: სიმებიანი კვარტეტ N1, N2(1993, 2012), სავიოლინო სონატა(1983), 6 საფორტეპიანო სონატა(1987–2001), „ტრანსკრიფციები მ. ბალანჩივაძის თემებზე“(2013), საფორტეპიანო ტოკატა(2014), საფორტეპიანო პიესები და საფორტეპიანო იმპროვიზაციები ჯაზურ და კლასიკურ თემებზე. 2 პიესა სოლო ალტისათვის(1980), „განწყობილებანი“ ფლეიტის, კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1993), „ჯაზ–ხორუმი“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(2015). კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები: „4 სიმღერა ქართულ ხალხურ ლექსებზე“ დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1982), ვოკალური ციკლი „ციურნი ხმები“ მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის ი. ჭავჭავაძის ლექსებზე(1993), რომანსი „საყურე“ დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის ნ. ბარათაშვილის ლექსზე(2011), საბავშვო სიმღერები. საგუნდო ნაწარმოებები: 3 გუნდი შერეული გინდისათვის a cappella ვაჟა–ფშაველას ლექსებზე(1984), 3 გუნდი a cappella „გალობანი გიორგისნი“ ქალთა გუნდისათვის(2011). გასტროლები: რუსეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, დანია, ინგლისი, გერმანია; კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზასვილისა და მუსიკისმცოდნე ა. ქავთარაძის ვაჟიშვილი; პიანისტი, კონცერტმაისტერი, ჯაზმენი–იმპროვიზატორი.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი
ჯილდოები
რედაქტირება- 2014 — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსი, ლაურეატი
ნაწარმოებისთვის : საფორტეპიანო ტოკატა
- 2012 — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
ნაწარმოებისთვის : „ნოველეტ“ი კლარნეტისა და გიტარისთვის
- 2012 — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსი, ლაურეატი
ნაწარმოებებისთვის : „პასტორალი“ ფლეიტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ორი გიტარისთვის
- 2010 — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსი, ლაურეატი
ნაწარმოებებისთვის : სიმებიანი კვარტეტი N2, რომანსი დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის
- 2004 — საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია, „წლის საუკეთესო კომპოზიტორი“
საფორტეპიანო ტრიოსთვის N1
- 1985 — ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსი, ლაურეატი (მოსკოვი)
საფორტეპიანო კონცერტისთვის N1
- 1972 — ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, ლაურეატი (ბაქო)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015, გვ. 511