გნელ სანოსიანი
გნელ სანოსიანი (დ. 7 ოქტომბერი, 1983, წაქარი, სომხეთის სსრ) — სომეხი პოლიტიკოსი. სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრი.
გნელ სანოსიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ოქტომბერი, 1983[1] (41 წლის) |
დაბადების ადგილი | წაკქარი[1] |
მოქალაქეობა | სომხეთი |
განათლება | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგნელ სანოსიანი დაიბადა 1983 წლის 7 ოქტომბერს, სომხეთის სსრ-ის სოფელ წაქარში. 2000-2004 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიიღო გეოგრაფიის ბაკალავრის სტატუსი. 2004-2006 წლებში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემდეგ მიიღო გეოგრაფიის მაგისტრის ხარისხი, სპეციალობით: გარემოს მენეჯმენტი და ეკოლოგია. 2004-2010 წლებში იყო მაქსედანის უცხოურენოვევანი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი. 2007-2010 წლებში იყო ერევნის ჩრდილოეთის უნივერსიტეტის ლექტორი. 2014-2015 წლებში „Cardinal International Ltd“-ის გაყიდვების მენეჯერი. 2006-2018 წლებში იყო უცხოური ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის ლექტორი. 2018 წლის მაისიდან ამავე წლის მაისამდე იკავებდა სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2018-2021 წლებში იყო გეღარქუნიქის პროვინციის გუბერნატორი. 2021 წლის 2 აგვისტოს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით განთავისუფლებული იქნა გეღარქუნიქის პროვინციის გუბეერნატორის თანამდებობიდან. [2] 2021 წლის 2 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის ბრძანებულებით დანიშნული იქნა სომხეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრად. არის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მესამე კაბინეტის (მთავრობის) წევრი.
არის სომხეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და პოლიტიკური პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ დამფუძნებელი წევრი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ინფრასტრუქტურისა და ტერიოტირული ადმინისტრაციის მინისტრი
რედაქტირება2021 წლის 2 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის ბრძანებულებით დანიშნული იქნა სომხეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრად. 2021 წლის 7 სექტემბერს გნელ სანოსიანმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსთან და მსოფლიო ბანკის ახალ მენეჯერთან სომხეთში კაროლინ გეგინატთან. შეხვედრაზე მან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები, ძირითადი მიზნები და თანამშრომლობის მიმართულებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ თავის წინაშე დააყენა ამბიციური პროექტები და გეგმავს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ძალისხმევა განახორციელოს მათ განსახორციელებლად, ნათქვამია ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესრელიზში. კაროლინ გეგინატმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას დაგეგმილ პროექტებში, განსაკუთრებით წყლის სექტორში, მიწის ექსპლუატაციის სექტორში, ტურიზმისა და გზების მშენებლობაში. [3]
2021 წლის ოქტომბერში მინისტრის რანგში მონაწილეობდა ლიეტუვაში გამართულ „ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის 2050 საერთაშორისო სატრანსპორტო ინოვაციების ფორუმში“. [4] აგრეთვე შეხვდა ლიეტუვის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრ მარიუს სკუოდის და ენერგეტიკის მინისტრნ დაინიუს კრეივის. მინისტრებმა განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. განხილული იქნა სტრატეგიულ-ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო ინოვაციებთან და კავშირგაბმულობასთან.