გლუვი ბაღლინჯოები

წყლის ბაღლინჯოების ოჯახი

გლუვი ბაღლინჯოები, მენიჩბესებრნი (Notonectidae) — წყლის ბაღლინჯოების ოჯახი. ტანი წაგრძელებულია, ზურგის მხარე ამოზნექილი, მუცლისა — ბრტყელი, სიგრძე 12–18 მმ.[1][2] უკანა ფეხები საცურაოა, ბოლოში ნიჩაბის მსგავსადაა გაბრტყელებული, ბეწვიანია. ხორთუმი ძლიერი და მჩხვლეტი.[2] ცნობილია 200-მდე სახეობა.[1] გავრცელებული არიან ძალიან ფართოდ,[2] უპირატესად ტროპიკებში.[1] ბინადრობენ მდგარ ან სუსტად გამდინარე მტკნარ და მარილიან წყალსატევებში. კარგად ცურავენ, ზურგით ქვევით; შეუძლიათ წყლის ზედაპირიდან ჰაერში აფრენა.[2] მტაცებლები არიან, იკვებებიან წყლის წვრილი ცხოველებით.[1] თავს ესხმიან ლიფსიტებს, თავკომბალებს, მცირე ზომის მწერებს. კვერცხებს დებენ წყლის მცენარეულობის ქსოვილში. ევროპაში ჩვეულია Notonecta-ის გვარის წარმომადგენლები (სიგრძეში 16 მმ-მდე); ზოგიერთი ზიანს აყენებს თევზმეურნეობას (მენიჩბე [N. glauca], N. lutea).[2] ხორთუმით ჩხვლეტით შეუძლიათ დაავადებათა გადატანა,[1]

გლუვი ბაღლინჯოები

Notonecta maculata
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Notonectidae (Leach, 1815)
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Тишечкин Д. Ю., Савицкий В. Ю. ГЛАДЫШИ // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 211.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Гладыши // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 6 — М., 1971.