წყლის ბაღლინჯოები

წყლის ბაღლინჯოები (ლათ. Cryptocerata) — მწერების ქვერიგი ნახევრად ხეშეშფრთიანთა რიგისა. აქვთ კვერცხისებრი, ნაღმისებრი ან შებრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 2 — 120 მილიმეტრს აღწევს. აქვთ საცურავი, ნიჩბისებრი ფეხები. ცხოვრობენ წყალში ან მის ზედაპირზე, მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში ცნობილია წყლის ბაღლინჯოების 50 სახეობა, რომლებიც 12 ოჯახს განეკუთვნება. უმრავლესობა მტაცებელია. იკვებებიან წვრილი კიბოსნაირებით, წყლის მწერების მატლებით, ასევე თევზის ლიფსიტებით.

წყლის ბაღლინჯოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ქვერიგი:  წყლის ბაღლინჯოები
ლათინური სახელი
Cryptocerata

ლიტერატურა

რედაქტირება