ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გლორია გრეჰემ ჰოვარდი (ინგლ. Gloria Grahame Howard; დ. 28 ნოემბერი, 1923 — გ. 5 ოქტომბერი, 1981) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. სამსახიობო კარიერა დაიწყო თეატრში, 1944 წელს პირველად გადაიღეს ამერიკული მედია კომპანიის, Metro-Goldwyn-Mayer-ის წარმოებულ ფილმში.

გლორია გრეჰემი

გრეჰემი 1947 წელს
დაბადების სახელი გლორია გრეჰემ ჰოლვორდი
დაბადების თარიღი 28 ნოემბერი, 1923
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 1981 (57 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ჰოლივუდის საშუალო სკოლა
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1944–1981
მეუღლე(ები) სტენლი კლიმენტსი (იქ. 1945–48)
ნიკოლას რეი (იქ. 1948–52)
სი ჰოვარდი (იქ. 1954–57)
ენტონი რეი (იქ. 1960–74)
შვილ(ებ)ი 4

მიუხედავად იმ წარმატებული როლისა, რომელიც გრეჰემმა 1946 წლის ამერიკულ ფილმში, „ეს მშვენიერ ცხოვრებაში“ ითამაშა, მსახიობს მაინც არ სჯეროდა რომ მას დიდი წარმატების პოტენციალი ჰქონდა, სწორედ ამის გამო მან კონტრაქტი გააფორმა RKO Studios-თან. ძირითადად მონაწილეობას იღებდა კრიმინალურ დრამებში. 1947 წელს ითამაშა ფილმში, „უთანხმოება“, ამ როლის შესრულებისთვის იგი ნომინირდა ოსაკრზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. 1952 წელს გადაიღეს მელოდრამატულ ფილმში, „ცუდი და ლამაზი“. ამ როლმა მსახიობს დიდი წარმატება მოუპოვა და იგი ასევე დააჯილდოვდა ოსკარით. მნიშვნელოვანი როლები შეასრულა ფილმებში: ამერიკული კრიმინალური დრამა „მოულოდნელი შიში“ (1952), „ძლიერი სიცხე“ (1953), კრიმინალური დრამა „ადამიანის სურვილი“ (1954), და 1955 წლის მიუზიკლი, „ოკლაჰამა“. მიუხედავად იმ წარმატებისა რომელიც მსახიობმა სხვადასხვა როლების შესრულებით მიაღწია, მისი სამსახიობო კარიერა მალე დასრულდა.

გრეჰემი მოგვიანებით დაუბრუნდა სცენაზე მუშაობას, მან ასევე განაგრძო ფილმებსა და სატელევიზიო პროდუქციებში ძირითადად მეორეხარისხოვანი როლებით მონაწილეობა.

1974 წელს დაუდგინდა მკერდის კიბო. მსახიობმა მკურნალობაზე უარი თქვა და მან მუშაობის გაგრძელება არჩია. მოგვიანებით, მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა. გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1981 წლის 5 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

გლორია გრეჰემი დაიბადა 1923 წლის 28 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, აშშ-ში.[1] მისი ინგლისელი მამა, რეგინალდ მაიკლ ბლოქსემ ჰოლვარდი (ცნობილია როგორც მაიკლ ჰოლვარდი; 1889-1982) იყო არქიტექტორი და ავტორი. შოტლანდიელი დედა, ჯინ მაკდუგალი, (სასცენო სახელი ჯინ გრეჰემი; 1890-1984) იყო ბრიტანული სცენის მსახიობი და მასწავლებელი.[2] გარდა გლორია გრეჰემისა, წყვილს ჰყავდა უფროსი ქალიშვილი, ჯოი ჰოლვარდი (1911-2003), სცენის მსახიობი რომელმაც იქორწინა ამერიკელი მსახიობის, რობერტ მიტჩუმის ძმაზე, ჯონ მიტჩუმზე. ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მსახიობობას დედა ასწავლიდა, შემდეგ სწავლა გააგრძელა „ჰოლივუდის საშუალო სკოლაში“, თუმცა სწავლა მალევე შეწყვიტა, სამსახიობო კარიერის დაწყების მიზნით.

მოგვიანებით, კონტრაქტი გააფორმა Metro-Goldwyn-Mayer-თან.

 
გრეჰემი ფილიპ რიდთან ერთად, მუსიკალურ ვიდეოში, Song of the Thin Man, 1947

მაყურებელმა გრეჰემი პირველად 1944 წლის ამერიკულ კომედიაში, „ქერა ციებ-ცხელებაში“ იხილა. შემდეგ ითამაშა მისი ყველაზე ცნობილი როლი, მოფლირტავე ვიოლეტ ბიკი, ფილმში „ეს მშვენიერი ცხოვრება“. MGM ვერ შეძლო მსახიობისგან პოტენციური ვარსკვლავის შექმნა და 1947 წელს გრეჰემმა კონტრაქტი გააფორმა „RKO Studios“-თან. ამ პერიოდში მსახიობი გადაიღეს რამდენიმე ჰოლივუდის სტუდიისთვის. ფილმ „უთანხმოებაში“ შესრულებული როლისთვის, იგი დაჯილდოვდა ოსკარით, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.[3]

1950 წელს ამერიკელ მსახიობთან, ჰამფრი ბოგარტთან ერთად გადაიღეს Columbia Pictures-ის ფილმში, „მარტოხელა ადგილას“, რომლითაც მსახიობმა დიდი აღიარება მოიპოვა. 1952 წელს გრეჰემი მეორე ხარისხოვნული როლით გადაიღეს ამერიკულ კრიმინალურ სათავგადასავლო დრამაში, „მაკაო“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმ „ცუდსა და ბოროტში“ მან მხოლოდ 9 წუთი ითამაშა, იგი ამ როლის შესრულებისთვის ოსკარით დაჯილდოვდა.[4][5]

ნათამაშები აქვს სხვა მნიშვნელოვანი როლებიც, მათ შორისაა: ირინ ნივესი ფილმში, „მოულოდნელი შიში“ (1952), ვიკი ბეკლი კრიმინალურ დრამაში „ადამიანის სურვილი“ (1953), მობ მოლ დები მარში ფილმში, „ძლიერი სიცხე“. 1955 წელს ითამაშა ამერიკულ კომედიაში, „ოკლაჰამა“, ამ როლის შესრულების შემდეგ მისი წარმატებული სამსახიობო კარიერა დასასრულს უახლოვდება. გრეჰემი რომელიც ძირითადად მონაწილეობას იღებდა კრიმინალურ-დრამებში, კომედიაში გადაღების შემდეგ იღებს კრიტიკულ შეფასებებს. ხოლო პლასტიკური ოპერაციისგან ზედა ტუჩის პარალიზებამ შეცვალა მისი გარეგნობა და მეტყველება. მოგვიანებით გრეჰემი თეატრში დაბრუნდა, ის პერიოდულად თამაშობდა სხვადასხვა ფილმებში, ძირითადად მეორეხარისხოვანი როლებით.

პიესა „შენი ცხოვრების დროება“, ლოს-ანჯელესში, „ჰანტინგტონის ჰერტფორდის თეატრში“ 1972 წლის 17 მარტს დაიდგა. მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჰენრი ფონდამ, რიჩარდ დრეიფუსმა, ლევის ჯ. სტედლინმა, ჯეინ ალექსანდერმა, რონ ტომფსონმა, რიჩარდ სლეტერმა და პეპერ მარტინმა.[6]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

გრეჰემმა სულ ოთხჯერ იქორწინა. მისი პირველი ქორწინება დაკავშირებულია მსახიობთან, სტენლი კლიმენტთან. ისინი დაქორწინდნენ 1945 წლის აგვისტოში, თუმცა მათი ქორწინება 1948 წელს დამთავრდა.[7] კლიმენტთან განქორწინების შემდეგ, გრეჰემი დაქორწინდა ამერიკელ რეჟისორზე, ნიკოლას რეიზე. წყვილს 1948 წლის ნოემბერში ეყოლა ვაჟი, ტიმოთი. რამდენიმე წლიანი უთანხმოების შემდეგ, მათი ურთიერთობაც 1952 წელს განქორწინებით დამთავრდა. გრეჰემმა მესამედ იქორწინა მწერალზე და პროდიუსერზე სი ჰოვარდზე, წყვილს 1956 წელს ეყოლა ქალიშვილი, მარიანა პაულეტი,[8][9] თუმცა ერთი წლის შემდეგ, 1957 წლის ნოემბერს განქორწინდნენ.

მისი მეოთხე და საბოლოოო ქორწინება დაკავშირებულია ენტონი რეისთან. ისინი 1960 წელს მექსიკაში დაქორწინდნენ, წყვილს ეყოლა ორი შვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Flashback: Gloria Grahame“. Beaver County Times. August 11, 1991. p. 7. ციტირების თარიღი: June 26, 2014.
  2. „Actress Gloria Grahame dead of cancer at age 51“. The Bulletin. October 7, 1981. pp. C–7. ციტირების თარიღი: June 26, 2014.
  3. The 20th Academy Awards (1948): Actress In A Supporting Role. Academy of Motion Picture Arts and Sciences. ციტირების თარიღი: February 12, 2020
  4. THE BAD AND THE BEAUTIFUL (1953). Turner Classic Movies (TCM). ციტირების თარიღი: 28 November 2018
  5. The 25th Academy Awards (1953): Actress In A Supporting Role. Academy of Motion Picture Arts and Sciences. ციტირების თარიღი: February 12, 2020
  6. Lane, Bill. (April 8, 1972) Hollywood Beat. The Afro-American. ციტირების თარიღი: February 12, 2020
  7. Parker, Vernon. (July 16, 2004) On This Day in History: July 16 – Just Right for Brooklyn Wiseguy Parts. Brooklyn Eagle.
  8. „Gloria Grahame Sues For Divorce“. The Miami News. May 4, 1957. p. 6A. ციტირების თარიღი: June 26, 2014.[მკვდარი ბმული]
  9. „Gloria Grahame Divorces Producer“. Times Daily. November 1, 1957. p. 17. ციტირების თარიღი: June 26, 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლორია_გრეჰემი“-დან