გლობიგერინა
გლობიგერინა (ლათ. Globigerina) — უმარტივესი ცხოველების გვარი ფესვფეხიანების კლასისა. აქვთ ფოროვანი, ურთიერთდაკავშირებული საკნებისაგან შემდგარი კიროვანი ნიჟარა, რომლის ზედაპირი მოფენილია გრძელი რადიალური ნემსებით. გვხვდებიან ყველა განედის თბილ ზღვებში, სხვადასხვა სიღრმეზე. გვარში რამდენიმე ათეული სახეობაა, მ. შ. ნამარხიც. მკვდარი გლობიგერინების ნიჟარები ქმნის ოკეანის გლობიგერინულ შლამს.
გლობიგერინა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Globigerina | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 189.