გლენ მედეიროსი
გლენ ალან მედეიროსი (Glenn Alan Medeiros; დ. 24 ივნისი, 1970) — პორტუგალიური წარმოშობის ჰავაელი ამერიკელი მომღერალი და ტექსტების ავტორი.
გლენ მედეიროსი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | გლენ ალან მედეიროსი |
დაბ. თარიღი | 24 ივნისი, 1970 |
დაბ. ადგილი | ლიჰუე - კაუა'ი, ჰავაი |
წარმოშობა | ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, დირექტორის თანაშემწე მერინოლის სკოლაში |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1987-1999 |
ლეიბლ(ებ)ი | Amherst, MCA |
საიტი | გლენ მედეიროსი და თომას ანდერსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამედეიროსმა მუსიკალური კარიერა 10 წლის ასაკში დაიწო, როდესაც კუნძულ კაუაიზე მამამისს ტურისტულ ავტობუსში მოგზაურთა გართობაში ეხმარებოდა. 17 წლის ასაკში კი მან ადგილობრივ რადიოში კონკურსი მოიგო, მაშინ მაილ მესერის ცნობილ სიმღერას "Nothing's Gonna Change My Love for You"-ს ასრულებდა, რომელიც შემდეგ მისი საცნობი გახდა მსოფლიო მასშტაბით. სულ მოკლე ხანში სიმღერა ამერიკაში ეროვნულ ჰიტად იქცა. 1988 წელს სიმღერამ უკვე საუკუთესო ასეულში 13 ადგილი დაიკავა, ხოლო დიდი ბრიტრანეთის ჩარტებს მთელი თვე ედგა სათავეში. ამავე წელს მან ახალი სინგლი ჩაწერა "Un Roman d'amitié (Friend You Give Me a Reason)", სიმღერა საკმაოდ წარმატებული დუეტი გამოდგა ფრანგ მომღერალ ელზა ლუნინისთან ერთად. 1990 წელს კი მან ამერიკელ ვარსკვლავ ბობი ბრაუნთან ჩაწერა დუეტი, "She Ain't Worth It", რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო დუეტი უკვე რეი პარკერ უმცროსთან ჩაიწერა სახელწოდებით "All I'm Missing Is You".
1992 წელს გლენმა ისევ დუეტის ჩაწერა გადაწყვიტა, თუმცა, ამჟამად მოდერნ თოქინგის წევრთან თომას ანდერსთან ერთად "Standing Alone".
დღესდღეობით გლენ მედეიროსი ტელეწამყვანი და სკოლის მასწავლებელია. ის წმინდა ჯოზეფის სკოლაში მუსიკას ასწავლის მე-5 კლასს, ხოლო მე-9 კლასის მოწაფეებს მსოფლიო ისტორიას უკითხავს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგლენმა 1996 წელს თამი არმსტრონგი შეირთო ცოლად. მათ ორი შვილი ჰყავთ: ქორნ ქალოუჰენ მედეიროსი (2000) და ქალიშვილი ლაირიქ ლეოლანი მედეიროსი (2001). უკანასკნელი მონაცემებით, გლენი 10-ე კლასელებს ამერიკის ისტორიას ასწავლის.
დისკოგრაფია
რედაქტირებაალბომები
რედაქტირება- Glenn Medeiros (1987)
- Not Me (1988)
- Glenn Medeiros (1990) (1990)
- It's Alright to Love (1993; ევროპა, აზია)
- The Glenn Medeiros Christmas Album (1993)
- Sweet Island Music (1995)
- Captured (1999)
- ME (2003)
- 'With Aloha (2005)
- Aloha from Paradise (2007) (სხვადასხვა შემსრულებელი)
სინგლები
რედაქტირებაწელი | სიმღერა | US Hot 100 | US A.C. | US R&B | UK singles | ალბომი |
---|---|---|---|---|---|---|
1987 | "Nothing's Gonna Change My Love for You" | 12 | 4 | - | 1 | Glenn Medeiros |
1987 | "Lonely Won't Leave Me Alone" | 67 | - | - | - | Glenn Medeiros |
1987 | "Watching Over You" | 80 | - | - | - | Glenn Medeiros |
1988 | "Long And Lasting Love" | 68 | - | - | 42 | Not Me |
1990 | "She Ain't Worth It" (ბობი ბრაუნთან) | 1 | - | 43 | 12 | Glenn Medeiros (1990) |
1990 | "All I'm Missing Is You" (რეი პარკერ უმცროსთან) | 32 | - | - | - | Glenn Medeiros (1990) |
1990 | "Me-U=Blue" | 78 | 35 | - | - | Glenn Medeiros (1990) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
- G-Medeiros.com დაარქივებული 2009-03-18 საიტზე Wayback Machine.