გლენვეჰის ეროვნული პარკი

გლენვეჰი (ინგლ. Glenveagh) — ეროვნული პარკი დონეგალის საგრაფოს ტერიტორიაზე, ირლანდიაში. ფართობი — დაახლოებით 110 კმ².

გლენვეჰის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ლოხ-ვეჰის ტბა
მდებარეობა დონეგალი
ქვეყანა ირლანდია
კოორდინატები 55°01′ ჩ. გ. 8°03′ დ. გ. / 55.017° ჩ. გ. 8.050° დ. გ. / 55.017; -8.050
ფართობი 110 კმ2
დაარსდა 1984 წელი
მმართველი ორგანო ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების სამსახური (ინგლ. he National Parks and Wildlife Service)

ნაკრძალის მთავარი ღირსშესანიშნაობა — ეს არის გლენვეჰის ციხე-სიმაგრე, რომელიც 1873 წელს ააგო კაპიტანმა ჯონ ჯორჯ ედეირმა, რომლის მიზანიც იყო ისეთი ნაგებობის აშენება, რომელიც ინგლისის დედოფლის რეზიდენციას, ბალმორალის ციხე-სიმაგრეს, აჯობებდა. XX საუკუნის დასასრულს ამერიკელი ჰენრი პლუმერ მაკილენის მიერ ციხე-სიმაგრე გადავიდა ირლანდიის მფლობელობაში და ტურისტებისთვის ღია გახდა.

პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს წითელი ირემი და მრავალი ფრინველი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება