გლდანის მეორე ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გლდანის ნამოსახლარი.

გლდანის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გლდანის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, გორაზე, ხევძმარის მარჯვრნა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. ნამოსახლარზე ამჟამად კერძო პირთა სავარგულებია, კულტურული ფენა ბევრგან დარღვეული და გაშიშვლებულია. განმხოლოებულ გორაზე (სიმაღლე 7-8 მეტრი; ზედაპირის ფართობი 2 ჰექტარი) მიკვლეულია შავად, ლეგად და ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა ორნამენტით (ირიბი ნაჭდევი; კონცენტრული, ტალღური და ურთიერთვადამკვეთი ხაზები და სხვა) შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. რამდენიმე ადგილას შეიმჩნევა რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტებიც. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოლოგირ მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება