გიორგი I (ტრაპიზონი)

გიორგი დიდი კომნენოსი (ბერძ. Γεώργιος Μέγας Κομνηνός; დ. დაახლ. 1255, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია – გ. 1284 წლის შემდეგ) — ტრაპიზონის იმპერიის მეექვსე იმპერატორი 1266–1280 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ მანუელ I-ისა და მისი მესამე ცოლის, ტრაპიზონელი აზნაურის, ირინა სირიკაინას უფროსი შვილი. ტრაპიზონის იმპერატორი გახდა უფროსი ძმის, ანდრონიკე II-ის გარდაცვალების შემდეგ.

გიორგი დიდი კომნენოსი
Γεώργιος Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის მე-6-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1266
მმართ. დასასრული: 1280
წინამორბედი: ანდრონიკე II
მემკვიდრე: იოანე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1255
დაბ. ადგილი: ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია
გარდ. თარიღი: 1284 წლის შემდეგ
დინასტია: კომნენოსები
მამა: მანუელ I
დედა: ირინა სირიკაინა

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავისი მმართველობის დროს გიორგი ატარებდა ანტიარისტოკრატიულ პოლიტიკას. გარდა ამისა მან კავშირი დაამყარა კარლ ანჟუელთან და ბიზანტიელ უნიის მოწინააღმდეგეებთან ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VIII-ის წინააღმდეგ. ასევე უარი უთხრა სპარსეთში მონღოლების მმართველს აბაღას სამხედრო დახმარებაზე ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ. გიორგი კომნენოსმა ილაშქრა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, რომლებიც არბევდნენ იმპერიის სასაზღვრო მხარეებს. ტავრეზიონის მთებში მთავრებმა და სარდლებმა მას უღალატეს და ჩავარდა ტყვედ. ტახტი კი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ იოანე II-მ. გიორგიმ თავისუფლება 1282 წელს, აბაღას სიკვდილის შემდეგ მიიღო. 1284 წელს გიორგის ჰქონდა ტახტის დაბრუნების მცდელობა, მაგრამ მისი მომხრეები დამარცხდნენ და თავს აფარებდნენ მთებში. 1284 წლის შემდეგ მისი ბედის შესახებ აღარაფერია ცნობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991,

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება