გია ხარჩილავა

ქართველი პოლიტიკოსი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ხარჩილავა)

გია (გიორგი) ხარჩილავა (დ. 17 აპრილი, 1970 — გ. 2 ნოემბერი, 2024[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ერთადერთი ოპოზიციის წევრია, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.

გია (გიორგი) ხარჩილავა
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1970
დაბადების ადგილი წალენჯიხა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 2 ნოემბერი, 2024 (54 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი
facebook.com/kharchilavagiorgi.5/

1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.[2] 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[3]

ცესკოს შედეგების მიხედვით, ხარჩილავამ ხმათა 51,09% მიიღო (7248 ხმა), მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, გოგა გულორდავამ – კი 48,90% (6937 ხმა).[3]

ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ წალენჯიხაში გადასახლების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ,[4] ხოლო ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ წალენჯიხაში ბიზნესის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა.[5]

ხარჩილავას ყავს მეუღლე და სამი შვილი.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება