გიორგი ყურულაშვილი
გიორგი ყურულაშვილი (დ. 1893, ჩხარი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 10 ივლისი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე, რეპრესირებული.
გიორგი ყურულაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1893 ჩხარი |
გარდაცვალების თარიღი |
10 ივლისი, 1937 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
პროფესია | პარტიული მოღვაწე |
მეუღლე(ები) | ხათუნა ჭიჭინაძე |
მშობლები | მამა: დავით ყურულაშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა ჩხარის სამრევლო სკოლაში, რომელიც მალევე მიატოვა. 1905 წლიდან მუშაობდა შეგირდად ადგილობრივ სამკერვალო სახელოსნოში. 1909 წელს გადავიდა ტფილისში, სადაც გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და აქტიურად ჩაება მის საქმიანობაში. ამის გამო რამდენიმეჯერ დააპატიმრეს: 1910 წლის აპრილში მეტეხის ციხეში ჩასვეს, ხოლო 1914 წელს კი ჯერ ასტრახანის გუბერნიაში, ხოლო შემდეგ სარატოვში გადაასახლეს. 1917 წელს ის ისევ დააპატიმრეს და ამჯერად ვერხოლენსკის მაზრაში გადაასახლეს.
ყურულაშვილი პატიმრობაშიც აგრძელებდა არალეგალური საქმიანობას. 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ის სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა სამარასა და ბაქოში, 20-იანი წლებიდან კი თბილისში. 1927 წლიდან მაღალი თანამდებობები ეკავა საქართველოს კომპარტიის ცეკაში, იყო მისი მდივანი, ბიუროს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
გიორგი ყურულაშვილი 1937 წელს დააპატიმრეს კონტრრევოლუციის, ტერორიზმის, მავნებლობისა და შპიონაჟის ბრალდებით. ყურულაშვილიც თავი დამნაშავედ სცნო და საქართველოს სსრ-ს უზენაესმა სასამართლომ 26 ივნისს დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი აღასრულეს იმავე წლის 10 ივლისს. რეაბილიტირებულუია სსრკ უმაღლესი სასამართლოს 1957 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- SOVLAB.GE დაარქივებული 2011-10-13 საიტზე Wayback Machine.