გიორგი ფურცელაძე
გიორგი მიხეილის ძე ფურცელაძე (დ. 1 იანვარი, 1866 — გ. 31 აგვისტო, 1924) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916); გენერალ მიხეილ ფურცელაძის შვილი. სამხედროები იყვნენ ასევე მისი ძმები: ალექსანდრე, ოთარი, ირაკლი, ერასტი და სოლომონი.
გიორგი მიხეილის ძე ფურცელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1866 ან 29 ოქტომბერი, 1867 |
გარდაცვალების თარიღი | 31 აგვისტო, 1924 |
გარდაცვალების ადგილი | ბათუმი |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
წოდება | გენერალ-მაიორი |
მეთაურობდა | Q4323205? |
ბრძოლები/ომები |
რუსეთ-იაპონიის ომი პირველი მსოფლიო ომი წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში |
ჯილდოები | წმინდა გიორგის ოქროს იარაღი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1866 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. პირველი წოდება (პოდპორუჩიკი) მიიღო 1888 წელს. 1901 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია და მიენიჭა კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). 1911 წელს გახდა პოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა შირვანის 84-ე ქვეით პოლკს. 1916 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს იყო ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი. 1924 წლის აჯანყების მომზადების პერიოდში მეთაურობდა „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს. დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს აგვისტოს მოვლენების 23 მონაწილე: ფურცელაძის სიძე კაპიტანი ვლადიმერ ახვლედიანი, ასევე პოლკოვნიკი დავით დადიანი, გიგა ჩიქოვანი, აკაკი რამიშვილი, დიომიდე გეგიაძე, აპოლონ ფანცულაია, აღათი გორდელაძე, ანტონ იმნაძე, ალექსანდრე ზოიძე, კალენიკე მალაზონია, ალფეზ ხომერიკი, ისიდორე ზოიძე, კირასი მკურნალიძე, ვლადიმერ ზაპერტოვი, ნიკოლოზ მუჯირი, ლავრენტი ქადეიშვილი, მიხეილ თაყაიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, სოფრომ ქინქლაძე, მიხეილ საბაშვილი, ვასილ ჩიტაიშვილი და ავთომოზ ჩიქოვანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 88-89, ISBN 978-9941-0-7386-1.
- გენერლები საქართველოდან =Генералы из Грузии : Generals from Georgia : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე /ლევან დოლიძე ; რედაქტორი : ჯემალ გახოკიძე. თბილისი, 2003 — გვ. 89, 220.
- Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). — Киев, 2001. — С. 132—133. — ISBN 966-02-2254-8
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ფურცელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ფურცელაძე — ბიბლიოვიკი