გიორგი ფავლენიშვილი

გიორგი ფავლენიშვილი (დ. 21 ოქტომბერი, 1897, ცხინვალი, — გ. 25 მარტი, 1980, თბილისი) — ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1940-1941 და 1945-1946 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგედ, 1941-1945 წლებში — იქვე ევაკოჰოსპიტლის მთავარ ქირურგად. 1946-1962 და 1964-1973 წლებში იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1973 წლიდან — კონსულტანტი. შეისწავლიდა სახსრების ათაშანგს, სიმსივნეთა შედარებით პათოლოგიას, ცეცხლმსროლელი იარაღით გამოწვეულ ოსტეომიელიტს. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიაზე ტრავმატოლოგიური სამსახურის ორგანიზაციის საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ.შ. წითელი ვარსკვლავის ორდენი და ლენინის ორდენი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1943 წლიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება