გიორგი ქუთიას სოსელია (დ. 23 აპრილი, 1897, სოფ. კირცხი, ყოფ. ზუგდიდის მაზრა, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, — გ. 13 ივნისი, 1961, თბილისი) — ქართველი სამართალმცოდნე, იურდიული მეცნიერების დოქტორი (1935), პროფესორი (1936), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება (1928) და მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტი (1934). 1935-1937 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის კათედრის გამგე. 1937-1946 წლებში რეპრესირებული იყო „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით, სასჯელს იხდიდა შრომა-გასწორების ბანაკში. რეაბილიტირებულია 1954 წელს.

სოსელიას ძირითადი ნაშრომებია „რელიგიის წარმოშობა“ (ნარკვევები, I-II გამოც., ტფილისი, 1930-1932), „სახელმწიფოს წარმოშობის საკითხისათვის“ (თბილისი, 1934), „საბჭოები როგორც პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფო ფორმა“ (თბილისი, 1934), „საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წყობილება „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით“, (სოხუმი, 1956), ««Мона» по древнегрузинским источникам» («Вопросы истории». М., 1955, № 4, с. 128-131) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 476.
  • გიორგი სოსელია : (1887-1961) // ფესვები / ვ. როდონაია. - ქუთაისი, 2009. - გვ.442-445.
  • გიორგი სოსელია საქართველოში სოციალური კლასებისა და სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ // მარი ბროსე 210 / ყორანაშვილი, გურამ / სოხუმის სახელმწიფო უნ-ტი, საქ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტი. - თბ., 2012. - გვ.205-212.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება