გიორგი ნანეიშვილი
გიორგი ნანეიშვილი (დ. 25 ივლისი, 1953, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
გიორგი ნანეიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ივლისი, 1953 (71 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
იყო ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი; ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. არის ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი,
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობანი პარანოიდული შიზოფრენიის დროს“, დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა — „აფექტური აშლილობანი შიზოფრენიის დროს“, დაიცვა 1994 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 218
- წიგნი ღირსებისა, ტ. 6, თბ., 2003, გვ. 80