გიორგი მუხაძე (დ. 16 ნოემბერი, 1886, თბილისი — გ. 5 იანვარი, 1963) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს III-IV მოწვევის დეპუტატი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქართველოს სსრ-ის ტექნიკის და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1916 წელს დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1923-1931 წლებში მუშობდა ზაჰესისა და სხვა ობიექტების მშენებლობაზე. 1933-1942 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1928-1961 წლებში ამავე ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის, 1961-1963 — მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე. 1946-1961 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება სამშენებლო მექანიკის კლასიკურ საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად იგი იყენებდა ანალიზურ და გრაფოსტატიკის ხერხებს. მან პირველმა შეიმუშავა (1931) საყრდენი კედლის კვეთის პირდაპირი გათვლის ფორმულები. იგი ავტორია პირველი სახელმძღვანელოსი ნაგებობათა სტატიკაში. სამშენებლო მექანიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება