გიორგი მერკვილაძე (ლიტერატურათმცოდნე)
გიორგი მერკვილაძე (დ. 1 იანვარი, 1904, ჯონია — გ. უცნობია) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977).
ბიოგრაფია
რედაქტირება1947 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1952 წელს — სკკპ ცკ-სთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. 1952-1953 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი; 1953-1954 წლებში იყო გამომცემლობა „სახელგამის“ დირექტორი; 1972-1982 წლებში ალმანახ „კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1976 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. პირველი ნარკვევები 1932 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „სოციალისტური რეალიზმის შესახებ“ 1954 წელს. მისი კვლევის მთავარი საგანია უახლესი და თანამედროვე საბჭოთა ქართული ლიტერატურის აქტუალური პრობლემები (წიგნები „პოეზია და ხალხი“, 1956; „ლიტერატურა და ცხოვრება“, 1956; „თანამედროვე ქართული რომანი საზღვარგარეთ“, 1960). რუსულ ენაზე გამოსცა: „თვალთახედვა მხატვრისა“, 1963; „თანამედროვე ქართული რომანი“, 1965; „გრიგალას სიმღერა“- მ. გორკი. ცხოვრება და შემოქმედება", 1968; „რომანი და ეპოქა“, 1973; „ფიქრები პოეზიაზე“, 1975; „ლიტერატურა და თანამედროვეობა“, 1978; „წერილები თანამედროვე მწერლობაზე“, 1979; „შთაგონება მხატვრისა“, 1980 და სხვა). მან თარგმნა მ. გორკის, ა. იაკოვლევის, ვ. არდამატსკისა და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 588.